პოლიტიკა

TimeLine Layout

ივნისი, 2022

  • 22 ივნისი

    ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე წარსდგება

    დღეს პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის მეთაურს მოუსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის ცნობით, ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობასა და ევროინტეგრაციის საკითხებზე. ასევე, პრემერი ინფორმაციას წარადგენს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოებზე ყველა მიმართულებით. პროცედურის მიხედვით, მოხსენების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი კანონმდებლების მიერ დასმულ …

    ნახვა »
  • 22 ივნისი

    რეკრეაციული სივრცე საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად

    ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია. „როგორც იცით, შარშან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ფერდიდან ჩამოიშალა ნაყარი მიწის …

    ნახვა »
  • 22 ივნისი

    აფეთქებები ნიკოლაევის ცენტრში – ვიდეო

    ნიკოლაევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადასტურებს ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმიც. მსხვერპლზე და დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

    ნახვა »
  • 22 ივნისი

    ინტენსიური დაბომბვა ხარკივსა და დონეცკში

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან ხარკივსა და დონეცკში ინტენსიური დაბომბვა მიდის. გენშტაბის თქმით, რუსეთს 3 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი და სასაზღვრო რაიონებში საჰაერო სადესანტო ნაწილები ჰყავს.უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ხარკივის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, საარტილერიო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დონეცკის რეგიონში კი რუსული ძალები ქალაქ სლავიანსკზე შეტევისთვის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს …

    ნახვა »
  • 22 ივნისი

    თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს

    თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც იცით, უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს. მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართების შეძენა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, შესყიდულია, ჯამში, …

    ნახვა »
  • 22 ივნისი

    გიორგი მარგველაშვილის წერილი ევროპელ ლიდერებს

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა. წერილით 2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ითხოვენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად. “პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ წერილს ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო …

    ნახვა »
  • 22 ივნისი

    მეწყერი ცაგერის მუნიციპალიტეტში

    უხვა ნალექმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუში. ჩამოშლილმა მასამ პრობლემები შექმნა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე და გადაკეტა მოძრაობა სოფელ ლაჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისათვის გზა უკვე გახსნილია და კვლავ გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. უკვე შექმნილია სტიქიისგან …

    ნახვა »
  • 22 ივნისი

    აშშ-ის საელჩოს განცხადება

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. განცხადებაში, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა. გარდა ამისა, დახმარება აღუთქვა აუცილებელი რეფორმების განხორციელების პროცესში.  

    ნახვა »
  • 22 ივნისი

    წყალდიდობა სამხრეთ ჩინეთში და ევაკუირებული მოსახლეობა

    სამხრეთ ჩინეთში წყალდიდობაა, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. სინოპტიკოსების განცხადებით, რეგიონში ყველაზე დიდი ოდენობის ნალექი ფიქსირდება ბოლო 60 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ BBC წერს. მდინარეების ადიდების გამო, მოსახლეობას მოუწოდებენ, მოშორებით, შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლონ.

    ნახვა »
  • 22 ივნისი

    წყალბურთელთა ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

    საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გახსნითი მატჩი ბრაზილიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 14:10 დაამარცხა. პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა დეიან სტანოიევიჩის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველებმა ვერც პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ვერც – მეორის. დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ – 5:5. მატჩის ბედი მესამე პერიოდში …

    ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია