პოლიტიკა

ყველა სიახლე

კახა კალაძემ მშობლიურ ქალაქს შობა-ახალი წლის დადგომა საზეიმო კონცერტით მიულოცა და კიდევ ერთ ოჯახს სახლი აჩუქა

კახა კალაძემ ტრადიცია არც წელს დაარღვია და მშობლიურ ქალაქს შობა-ახალი წლის დადგომა საზეიმო კონცერტით მიულოცა. მთავარი სიხარული ამირან ჭაფოძის ოჯახს ელოდა წინ. კონცერტზე მყოფ ჭაფოძეების ოჯახს კახა კალაძემ ქალაქ სამტრედიაში მდებარე სახლი საჩუქრად გადასცა, რითაც მათი ოცწლიანი უსახლკარობა დასრულდა. „არ ვიცი ეს სიხარული როგორ გამოვხატო, ნამდვილი ახალი წელი დაუდგა ჩემს …

ნახვა »

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. მათივე თქმით, ის სავარაუდოდ მისმა შეყვარებულმა გაიმეტა. ირკვევა, რომ 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ,  მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. დედას კი რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული,  შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები  ამოსაცნობად გამოუგზავნეს.  ახალგაზრდა …

ნახვა »

რა მისწერა პატრიარქმა სააკაშვილს?

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. წერილი, რომელიც პატრიარქმა ექსპრეზიდენტს გაუგზავნა, ახლა გასაჯაროვდა. „ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი …

ნახვა »

რუსეთის პატრიარქი „საშობაო ზავის“ გამოცხადების მოწოდებით გამოდის

რუსეთის პატრიარქი კირილი „საშობაო ზავის“ გამოცხადების მოწოდებით გამოდის. კირილი გამოვიდა ინიციატივით, რომ უკრაინასთან 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00-მდე „საშობაო ზავი“ გამოცხადდეს. თავის გამოსვლაში რუსეთის პატრიარქი გამოვიდა თხოვნით, რომ ცეცხლი შეწყდეს, რათა „მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამესა და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება“. რუსეთის პატრიარქის განცხადება რუსეთის …

ნახვა »

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირების საბუთი მოსთხოვონ

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს, რომ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირების დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვონ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კორონავირუსის ტესტი უნდა ჩატარდეს ფრენის დაწყებამდე არაუმეტეს 48 საათისა. „ევრონიუსი“ წერს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად სავალდებულო არ არის, მიღებულია ევროკავშირის „ინტეგრირებული პოლიტიკური კრიზისის რეაგირების (IPCR)“ ჯგუფის მიერ. ეს არის ორგანო, რომელიც ეხმარება …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით, – მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით …

ნახვა »

მედიის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. გავრცელებული ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი ბომბდამშენი აფრინდა. პარალელურად კი, რუსეთმა აზოვისა და შავ ზღვებში ხუთი საბრძოლო გემი შეიყვანა. ამასთან, მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით, კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ნახვა »

წყლის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 4 იანვრის 21:00 საათიდან 5 იანვრის 12:00 საათამდე კომპანია წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღმაშენებლის ხეივანზე, ესმა ონიანის ქუჩის მიმდებარედ, პოლიკარპე კაკაბაძის N45-თან და აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს შეასრულებენ და …

ნახვა »

გერმანიამ აშშ-დან იმპორტირებული თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო

გერმანიამ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიიღო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამერიკული ტანკერი ბუნებრივ აირს გერმანიის ვილჰელმსჰაფენის პორტში, ახლად აგებულ მცურავ ტერმინალში გადატვირთავს. ბუნებრივი აირის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მილსადენების საშუალებით გაზის მიწოდების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. 300-მეტრიანი მცურავი ტერმინალის რეგაზიფიკაციის სიმძლავრე წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრია. როგორც მედია წერს, …

ნახვა »

“შაბათს თამოსთან” – საახალწლო გადაცემა

ყოველ შაბათს 21:00 ზე, STV -ზე, შემეცნებით გასართობი გადაცემა ,,შაბათს თამოსთან. 31 დეკემბრიდან ყოველ შაბათს საინტერესო რუბრიკებით და საინტერესო სტუმრებით STV-ს გუნდს თამო შემოუერთდება. ჩვენს საახალწლო გადაცემაში ნახავთ… გემრიელ კერძს ანი მოგვიგვიმზადებს, რუბრიკაში – ,,ანის სამზარეულოს ამბები”, რუბრიკაში ,,პერსონა” ნინო კვარაცხელია ყველა იმ ფილმს გაგვახსენებს რომელიც ძალიან გვიყვარს. რუბრიკა ექიმის …

ნახვა »

ხორვატია შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა შენგენის ზონაში, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე …

ნახვა »

უკრაინის დაზვერვა: რუსებს ბალისტიკური რაკეტებისა და “კალიბრის” დეფიციტი აქვთ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსებს ბალისტიკური რაკეტებისა და “კალიბრის” დეფიციტი აქვთ. “ის, რასაც ისინი [რუსები] ახლა აწარმოებენ არის იმ კომპლექტების ნარჩენები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საწყობებში იყო. გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვა იღებს ზომებს, რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი იარაღის წარმოების თავიდან ასაცილებლად”, – თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა. სკიბიცკის თქმით, …

ნახვა »

„ავატარის“ მეორე ნაწილის შემოსავალმა $1-მილიარდს გადააჭარბა

პრემიერიდან სულ რაღაც ცამეტ დღეში, Avatar-ის გაგრძელება Avatar: The Way Of Water-ის გლობალურმა შემოსავალმა სალაროებში $1-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. Deadline-ის მონაცემებით, მხოლოდ საშობაოდ, შაბათ-კვირას ფილმმა $900 მილიონის გამომუშავება შეძლო. რეჟისორ ჯეიმს კამერონის განცხადებით, The Way Of The Water-ი, მოგების მისაღებად, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი უნდა გახდეს. კამერონის გათვლებით, Avatar-ის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია