პოლიტიკა

ყველა სიახლე

დავით ზილფიმიანმა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა, – ამის შესახებ ზილფიმიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით. „ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გთხოვთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ, მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი

როდესაც ოპოზიციას არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არა, მაშინ მათ კიდევ ერთხელ აღიარეს ღალატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემის შესახებ ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.  მდინარაძემ გაიხსენა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც რეალურად აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული სახელმწიფო, სჩადის საერთაშორისო გენოციდს და დანაშაულებს უკრაინაში და „ქართულმა ოცნებამ“ ამას ხმა არ მისცა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რეზოლუცია ღიად …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – რეზოლუციას, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, არის პუტინის პატიმარი, არანაირი მხარდაჭერა არ ექნება

რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, ეს ადამიანი არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, …

ნახვა »

20-21 ოქტომბერს, საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – რეზოლუციას კენჭი ეყრება ერთიანად, „ნაცმოძრაობისგან“ მოვისმინეთ ტყუილი, თითქოს შეგვეძლო, ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადად, რეზოლუციას კენჭი ეყრება ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მასშია ასახული. მისივე თქმით, არ არის შესაძლებელი, რომ რეზოლუციას რომელიმე ცვლილების გამოკლებით დაუჭირო მხარი. როგორც კობახიძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ ტყუილი მოისმინეს. „ნაცმოძრაობისგან“ ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს ჩვენ შეგვეძლო, მხარი არ დაგვეჭირა ცვლილებისთვის და ცვლილების …

ნახვა »

შალვა შავგულიძე – „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისთვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის

საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტის, მისი სხვა შესწორებებისათვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა შალვა შავგულიძემ პრენალურ სხდომაზე განაცხადა. შავგულიძის თქმით, რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის …

ნახვა »

მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, …

ნახვა »

პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე დღეს შეხვედრას გამართავენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დღეს შეხვედრას გამართავენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს განიხილავენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მათი საბოლოო პოზიცია. პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციული სისტემა დაბალი საარჩევნო ბარიერით და პროკურორის არჩევის წესი ერთობლივად უნდა იყოს განხილული და მიღებული. „ორ საათზეა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, ამ საკითხს …

ნახვა »

ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

 როგორც ცნობილია, ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.  როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პენი ვონგი აცხადებს, ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ძირს უთხრის. მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური კანბერა ისრაელის ერთგულ მეგობრად რჩება და ქვეყნის საელჩო თელ-ავივში მუშაობას ჩვეულ …

ნახვა »

მიკოლაივში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა

 როგორც მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება, მიკოლაივში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.  მისივე ინფორმაციით, მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს. თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი სახლის ნანგრევებში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცნობილია, რომ სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ნახვა »

კარიმ ბენზემამ „ოქროს ბურთი“ მიიღო

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ „ოქროს ბურთის“ ჯილდო მიიღო. 34 წლის ბენზემამ „ოქროს ბურთი“ კარიერაში პირველად მიიღო. 2021 წელს „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ეს ჯილდო კარიერაში მეშვიდედ მოიგო. გასულ სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 15 …

ნახვა »

ანდრეი ერმაკი – რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად 108 ქალი გათავისუფლდა

 უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად 108 ქალი გაათავისუფლეს.  „დღეს სამხედრო ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა განხორციელდა. ტყვეობიდან ჩვენ 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო პირველი ტყვეთა გაცვლა, რომელიც მხოლოდ ქალებს შეეხოთ“, – განაცხადა ერმაკმა.

ნახვა »

კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს: მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები

თბილისი მერი, კახა კალაძე „ეკო სერვისის“ თანამშრომელს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც „იმედინიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის მერმა დევი მეზურნიშვილს მადლობა გადაუხადა. “მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები თქვენი”,-უთხრა მას კახა კალაძემ. სწორედ ვაკის პარკის უფროსმა მებაღემ, …

ნახვა »

რუსეთის ქალაქ იეისკში, რომელიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

  რუსეთის ქალაქ იეისკში, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ცდილობდნენ, ადგილზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადგინონ.   როგორც საინფორმაციო სააგენტო „რიას“ აცხადებს, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Su-34 იყო, რომელიც ზებგერითი საშუალო მანძილზე მოქმედების გამანადგურებელი-ბომბდამშენია. „რიას“ ცნობით, ის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. სააგენტო „ტასის“ ცნობით კი, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია