STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლსმენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.
ნახვა »დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. “18 მარტს, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში 3 ადამიანი მოკლეს: 2 კრამატორსკში და 1 კონსტანტინოვკაში. გარდა ამისა, 18 ადამიანი დაშავდა”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. უკრაინის ცნობით, 18 მარტს, რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს, რის …
ნახვა »პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცის დაკავება საკასო აპარატებიდან თანხის ქურდობის ბრალდებით მოხდა. მას 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის ის 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პოლონეთის პოლიციაში ამბობენ, რომ დაკავებული თანხებს იპარავდა როგორც სასურსათო მაღაზიების სალაროებიდან, ისე ბენზინგასამართ სადგურებზე. მის კვალს დანაშაულის ჩადენის ადგილებზე …
ნახვა »ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი …
ნახვა »19 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა. რაგბი ევროპამ ჩემპიონატის ფორმატი, რომელიც საქართველოს ნაკრებს აქამდე 14-ჯერ აქვს მოგებული, წელს შეცვალა და ისე მოხდა, რომ „ბორჯღალსნებს“ ფინალში შეუძლიათ ტურნირზე მე-100 გამარჯვება (118 მატჩში) …
ნახვა »ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, ცოფის შემთხვევები ძაღლზე დაფიქსირდა. როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. „მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და …
ნახვა »პარიზის ქუჩებში საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გასაპროტესტებლად ისევ ათასობით ადამიანი გავიდა. აქცია ამჯერად სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს და მანქანები გადაწვეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქციის ათობით მონაწილე დააკავეს. საპროტესტო აქციები პარიზსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ …
ნახვა »18 მარტიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტების სია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. …
ნახვა »თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას დაიწყებს, მაგრამ შვედეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. „გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის რატიფიცირება“, – განაცხადა ერდოღანმა ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ. ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თურქული პარლამენტი ფინეთის განაცხადს მხარს დაუჭერს 14 მაისის არჩევნებამდე. ნატოში ფინეთისა და …
ნახვა »რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით. რუსეთი ამ ორგანოსთან არ თანამშრომლობს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული …
ნახვა »