პოლიტიკა

editor

თბილისში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა თბილისში – 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უბნელებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაღუპულს ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით …

ნახვა »

ენერგო-პრო ჯორჯია- 10 აპრილს, აბონენტებთა ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდებათ

ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აპრილს, აბონენტებთა ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. „10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში – შერმადინის, ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ვახუშტი ბატონიშვილის, რენე შმერლინგის, ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, ჯანიაშვილის, როსტევანის, …

ნახვა »

პარლამენტთან 18:00 საათზე ნაციონალური მოძრაობის აქციაა დაგეგმილი

პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე ნაციონალური მოძრაობის აქციაა დაგეგმილი სლოგანით – „ერთად ევროპაში.” საავტომობილო გზა უკვე გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან აქციის მონაწილეები. პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა და იგეგმება სიტყვით გამოსვლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 9 აპრილს ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ნანა მახარაძე 9 აპრილის მონაწილე ქალია, რომელიც ცნობილ ფოტოზე ასახული ქალია საქართველოს დროშით, ნანა მალაშხია კი წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე ქალია ევროკავშირის დროშით ხელში წყლის ჭავლის პირისპირ. “ახლა მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო …

ნახვა »

34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან -1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ჯარმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია სისხლიანად დაარბია. ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა და მომწამვლელი გაზი გამოიყენეს მშვიდობინი ხალხის წინააღმდეგ. 21 ადამიანი დაიღუპა. ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებაზე გადაწყვეტილებას მტკიცებულებების გარეშე არ მიღებდა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის თქმით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „კლანი“ არსებობს, ეს ადამიანები კი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებენ, არანორმალური დამოკიდებულებაა და მისი აზრით, ამ მიმართულებით გამოსაძიებელი არაფერია. ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებაზე გადაწყვეტილებას მტკიცებულებების გარეშე არ მიღებდა. „მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არანაირი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. ელჩმა …

ნახვა »

ბზის უკანონოდ მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთსა და სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინა. ბზის უკანონოდ მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გავრცელებული ინფორმაციით – უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 177 680 -მდე ჯარისკაცი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გავრცელებული ინფორმაციით – უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 177 680 -მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 570 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მათი თქმით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 636 ტანკს, 7 020 ჯავშანტექნიკას, 2 727 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 292 …

ნახვა »

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია – 2014–2020 წლებში დახმარებამ, 938,4 მილიონი ევრო შეადგინა

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია – 2014–2020 წლებში დახმარებამ, 938,4 მილიონი ევრო შეადგინა. ინფორმაციას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ-პორტალი ავრცელებს. საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, 160–ზე მეტ პროექტზე მუშაობენ, როგორც საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე, კერძო კომპანიები და საქართველოს მთავრობა. ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით ხდება, იგი მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებს, გარანტიებს …

ნახვა »

რიკოთზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაციას რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმით გახსნის შესახებ. რიკოთის უღელტეხილი 8 აპრილს გაიხსნა თუმცა კვლავ გრძელდება მეწყრული უბნის მუდმივი მონიტორინგი. სპეციალური რეჟიმი ითვალისწინებს ავტომობილებისთვის გადაადგილების შემდეგ წესებს: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია