პოლიტიკა

editor

შარლ მიშელი – ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით – „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას

ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება ევროკვშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის. „ამ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობას სურს. კანონის უზენაესობისა …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილმა კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა. ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის რუსული კანონი და უნდა დაიწვას. „ეს რუსული კანონი ისევე უნდა იყოს დამწვარი, როგორც ახლა, პირდაპირ ეთერში ვწვავთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი …

ნახვა »

კახა ოქრიაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს: „აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას – ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“ რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური! ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის

დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის, ამას აქვს თავისი მიზეზი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ამერიკულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში ის ძალები, …

ნახვა »

“გამოდი ღირსების დასაცავად!”- დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

“არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”- დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება. “გუშინ, საქართველოს პარლამენტში, მოღალატე “უმრავლესობამ”, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კანონს, რომელიც გვაკარგვინებს ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მოღალატე ხელისუფლებამ გაბრაზებულ მოქალაქეებს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მშვიდობიანი აქციის დარბევა დილამდე გაგრძელდა. ვაგრძელებთ პროტესტს! 7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი …

ნახვა »

მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმაურება

თბილისის ცენტრში პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დაშლის მცდელობისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს, რომელიც თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „დემონსტრანტები შიშობენ, რომ კანონპროექტმა, შეიძლება, ზიანი მიაყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედს“, -აღნიშნავს გამოცემა. Reuters-ი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განიცდის დამკვირვებლების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ …

ნახვა »

შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე 66 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე …

ნახვა »

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დღეს ჩანიშვნით „ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონა“

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დღეს ჩანიშვნით “ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონა”. მან საზოგადოებას ერთიანობისა და კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდა. „ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონეს. შესვენებაც არ გამოაცხადეს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა საშუალება, ყველა დეპუტატი, ვინც გასული იყო შენობიდან, უკან მობრუნებულიყო. ამიტომ, …

ნახვა »

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინაში მებრძოლ ხუთ დაქირავებულ ქართველ მებრძოლზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ხოლო საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს მსგავსი ბრალდება წაუყენეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური იუწყება. „უცხოელი დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში გამოძიებამ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ ადრე დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის …

ნახვა »

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს. საკითხების განხილვა ხუთშაბათს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს. „დღევანდელი დღე „თავდაცვის კოდექსის“ განსახილველად გვქონდა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია