პოლიტიკა

editor

უხუცესი ძაღლი მსოფლიოში

ბოლო 13 წელია სპაიკი აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ ფერმაში რიტა კიმბელთან ერთად ცხოვრობს. ქალმა ძაღლი ქუჩაში, სასურსათო მაღაზიასთან იპოვა და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა. „ზურგი გაპარსული ჰქონდა, კისერზე კი თოკისგან ან ჯაჭვისგან სისხლის ლაქები ემჩნეოდა. მაღაზიის გამყიდველმა მითხრა, რომ ძაღლი აქ უკვე 3 დღეა დადის და მას ნარჩენებით კვებავდნენ“, – …

ნახვა »

კალიფორნიაში მასობრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ, მასობრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა და დააკავეს თუ არა ბრალდებული. ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი კაცია. 

ნახვა »

ქართველმა მოჭიდავეებმა ნიცას ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრან პრიზე ექვსი მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ჭოლაძე (70 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო …

ნახვა »

არესტოვიჩი – დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება

დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, იური რომანენკოსთან ინტერვიუში განაცხადა. არესტოვიჩმა ისაუბრა სოციალურ ქსელებში მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ „სიძულვილის კამპანიაზე“. ეს კამპანია 14 იანვარს რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე მიტანილი იერიშის …

ნახვა »

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მადრიდში აქცია იმართება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მადრიდში ათასობით ადამიანი აქციას მართავს. დემონსტრანტები პედრო-სანჩესს ესპანეთის კონსტიტუციისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. როგორც მედია წერს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მადრიდის ცენტრში 30 ათასი ადამიანია შეკრებილი, ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მიტინგზე 700 ათასი ადამიანია მისული. აქციის ლოზუნგია „ესპანეთისთვის, დემოკრატიისთვის და კონსტიტუციისთვის“. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ პედრო …

ნახვა »

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის მოტივზე გარკვეული ვერსიები გააჩნიათ

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, – ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. „რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, …

ნახვა »

ექიმის განცხადებით, საგარეჯოში დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია

საგარეჯოში დაშავებული ერთერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია. ექიმის განცხადებით, პაციენტს კლინიკიდან დღეს გაწერენ. „პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს ერთ საათში ბინაზე გაეწერება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. ამ ეტაპზე საჭიროა დაკვირვება“, – განაცხადა რევაზ ომიაძემ. საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, 6 კი გარდაიცვალა. 19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი …

ნახვა »

„იუვენტუსი“ მკაცრად დასაჯეს – ტურინულ კლუბს 15 ქულა ჩამოაკლეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ ფინანსური თაღლითობის გამო ტურინის „იუვენტუსისთვის“ იტალიის ჩემპიონატში 15 ქულის ჩამოკლების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას football-italia ავრცელებს. შედეგად, ტურინული კლუბი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაქვეითდება. ქულების დაკლების გარდა, იტალიურმა სასამართლომ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელებიც დასაჯა. ექსპრეზიდენტი ანდრეა ანიელი და სპორტული დირექტორი მაურიციო არივაბენე – 2-2 წლით, ვიცე-პრეზიდენტი …

ნახვა »

ექიმებმა გოგოს მუცელში მაკრატელი დაუტოვეს – ფოტო

რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში 22 წლის ქალს 3 თვის წინ გაკეთებული ქირურგიული ოპერაციის დროს მუცელში ჩატოვებული მაკრატლის ამოსაღებად ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.  „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პაციენტს მაკრატელი მუცელში 3 თვის განმავლობაში ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში, ქალს ტკივილები აწუხებდა, თუმცა მიზეზის დადგენა მხოლოდ გუშინ მოხერხდა.  როგორც მარდალეიშვილის სამედიცინო …

ნახვა »

ზურაბიშვილი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენას არ მიესალმება. სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება. ზურაბიშვილის თქმით, “იმ დროს, როცა ყველა პარტნიორი ქვეყანა, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია