მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით, – მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით …
ნახვა »მედიის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. გავრცელებული ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი ბომბდამშენი აფრინდა. პარალელურად კი, რუსეთმა აზოვისა და შავ ზღვებში ხუთი საბრძოლო გემი შეიყვანა. ამასთან, მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით, კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
ნახვა »წყლის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 4 იანვრის 21:00 საათიდან 5 იანვრის 12:00 საათამდე კომპანია წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღმაშენებლის ხეივანზე, ესმა ონიანის ქუჩის მიმდებარედ, პოლიკარპე კაკაბაძის N45-თან და აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს შეასრულებენ და …
ნახვა »გერმანიამ აშშ-დან იმპორტირებული თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო
გერმანიამ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიიღო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამერიკული ტანკერი ბუნებრივ აირს გერმანიის ვილჰელმსჰაფენის პორტში, ახლად აგებულ მცურავ ტერმინალში გადატვირთავს. ბუნებრივი აირის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მილსადენების საშუალებით გაზის მიწოდების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. 300-მეტრიანი მცურავი ტერმინალის რეგაზიფიკაციის სიმძლავრე წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრია. როგორც მედია წერს, …
ნახვა »“შაბათს თამოსთან” – საახალწლო გადაცემა
ყოველ შაბათს 21:00 ზე, STV -ზე, შემეცნებით გასართობი გადაცემა ,,შაბათს თამოსთან. 31 დეკემბრიდან ყოველ შაბათს საინტერესო რუბრიკებით და საინტერესო სტუმრებით STV-ს გუნდს თამო შემოუერთდება. ჩვენს საახალწლო გადაცემაში ნახავთ… გემრიელ კერძს ანი მოგვიგვიმზადებს, რუბრიკაში – ,,ანის სამზარეულოს ამბები”, რუბრიკაში ,,პერსონა” ნინო კვარაცხელია ყველა იმ ფილმს გაგვახსენებს რომელიც ძალიან გვიყვარს. რუბრიკა ექიმის …
ნახვა »2022 წლის შეჯამება – გადაცემა “აქტუალური თემა”
ხორვატია შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა
ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა შენგენის ზონაში, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე …
ნახვა »უკრაინის დაზვერვა: რუსებს ბალისტიკური რაკეტებისა და “კალიბრის” დეფიციტი აქვთ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსებს ბალისტიკური რაკეტებისა და “კალიბრის” დეფიციტი აქვთ. “ის, რასაც ისინი [რუსები] ახლა აწარმოებენ არის იმ კომპლექტების ნარჩენები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საწყობებში იყო. გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვა იღებს ზომებს, რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი იარაღის წარმოების თავიდან ასაცილებლად”, – თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა. სკიბიცკის თქმით, …
ნახვა »„ავატარის“ მეორე ნაწილის შემოსავალმა $1-მილიარდს გადააჭარბა
პრემიერიდან სულ რაღაც ცამეტ დღეში, Avatar-ის გაგრძელება Avatar: The Way Of Water-ის გლობალურმა შემოსავალმა სალაროებში $1-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. Deadline-ის მონაცემებით, მხოლოდ საშობაოდ, შაბათ-კვირას ფილმმა $900 მილიონის გამომუშავება შეძლო. რეჟისორ ჯეიმს კამერონის განცხადებით, The Way Of The Water-ი, მოგების მისაღებად, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი უნდა გახდეს. კამერონის გათვლებით, Avatar-ის …
ნახვა »