პოლიტიკა

editor

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა. ჩხაიძის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურანლობს, ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა …

ნახვა »

ილია მეორე – გული არ უნდა გაგვიტყდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გავძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გავძლევს ძალას, ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. პატრიარქმა მორწმუნეები დალოცა. „მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ ეს სასწაულია, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, უფალი არ დაგვტოვებს …

ნახვა »

13 წლის მარიტა მეფარიშვილს დღეს დაკრძალავენ

13 წლის მარიტა მეფარიშვილს, რომელიც 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ. მოზარდს ვაკის სამების ეკლესიიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ, საიდანაც ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა …

ნახვა »

ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რობი კოლტრეინი გარდაიცვალა

 ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა,- ინფორმაციას ამის შესახებ კინოვარსკვლავის წარმომადგენელი ადასტურებს.  კოლტრეინი არაერთ ცნობილ ფილმში მონაწილეობით გახდა ცნობილი, მათ შორის ჯეიმს ბონდსა და Cracker-ში, თუმცა, მაყურებელი ყველაზე მეტად ჰარი პოტერის სერიაში რუბეუს ჰაგრიდის როლის შესრულებით იცნობდა.  არაერთი ჯილდოს მფლობელი მსახიობი შოტლანდიაში, თავისი სახლის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა. კოლტრეინის ჯანმრთელობის მდგომარეობა …

ნახვა »

ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.ცნობილია, რომ წვრთნებში მონაწილეობას 14 ქვეყნის 60-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი მიიღებს.   „ორშაბათიდან (17 ოქტომბერი) ჩრდილო-დასავლეთ ევროპის თავზე ნატოს საჰაერო ძალები ჩაატარებენ ბირთვული შეკავების შესაძლებლობების წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ათეულობით თვითმფრინავი. სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის თრაკიას რეგიონი ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორიაა

 ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორია თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით  თრაკიას რეგიონია,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.  როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთს უკვე გააჩნია ბუნებრივი აირის ჰაბი, რომელიც რესურსის ქვეყნის შიგნით მოხმარების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, ახალი ჰაბი კი საერთაშორისო მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.  ცნობისთვის, გაზის ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ …

ნახვა »

ნენსი ფაიზერი – სერბეთი უნდა მოერგოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს

 როგორც  სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაიზერმა სერბეთს მოუწოდა, მოერგოს, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.მინისტრამა ამის შესახებ  ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ სერბეთი ახლა სწრაფად მოქმედებს. ევროკავშირის წევრობისთვის არის კრიტერიუმები და ამის ნაწილია საერთო სავიზო …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში შეხვედრისთვის მიიწვია

  როგორც ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს რუსეთში შეხვედრისთვის იწვევს. „სიამოვნებით გიწვევთ როგორც აზერბაიჯანის ლიდერს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს. შეგიძლიათ შეთანხმდეთ თარიღზე, და როგორც მე მესმის, არსებობს ინტერესი რუსეთში შეხვედრასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პუტინმა.

ნახვა »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოში დღეს სვეტიცხოვლობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს. ქალაქ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მცხეთის …

ნახვა »

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს – გამოკითხვები პოლიციაში ამ დრომდე გრძელდება

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. გამოკითხვები პოლიციაში ამ დრომდე გრძელდება. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, ასევე კონტრაქტორი კომპანიის, „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები გამოჰკითხეს. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კომპანიის სხვა თანამშრომლებიც. სამართალდამცველთა შეკითხვებს პასუხობდნენ ასევე ვაკის პარკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც. ცნობილია, რომ ყველაზე ბევრი კითხვა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია