ჩინეთში მიმდინარე კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა. ყრილობაზე მე-3 ვადით პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ჩინეთის პრეზიდენტად აირჩიეს სი ძინპინი, რომელმაც დელეგატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საკმაოდ საინტერესო და ხისტი განცხადებები გააკეთა. პირველ რიგში, სი ძინპინმა დაადასტურა, რომ ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ვალია ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ტაივანის ჩინეთის ცენტრალურ …
ნახვა »უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდო
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო. როგორც ცნობილია, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, ხოლო აღმოსავლეთისა და ცენტრის საჰაერო თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა დანარჩენი დრონები უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში გაანადგურეს.
ნახვა »გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით გადაღებულ სერიალს ვიხილავთ
Neflix-ი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. UPI-ის ინფორმაციით, სერიალის გადაღება კოლუმბიაში იგეგმება. სერიალზე მუშაობაში ჩართულები არიან მწერლის შვილები – როდრიგო გარსია და გონსალო გარსია. პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
ნახვა »ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა
იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი უკვე დადო. ცნობისთვის, რომ ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს. შეგახსენებთ, ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“, სექტემბერში გამართულ არჩევნებში …
ნახვა »უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა ბახმუტი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. „კასეტური საბრძოლო მასალით ქალაქების დაბომბვა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, არის ომის დანაშაული და რუსი სამხედროები და დაქირავებულები, რომლებიც პოზიციებს ამ მიმართულებით იკავებენ, დაისჯებიან“, – აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე …
ნახვა »უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
როგორც ცნობილია, დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რაკეტები სამხრეთიდან გაუშვეს. გამოცემა Suspilne Lutsk-ის ცნობით, მიკოლაივში რამდენიმე აფეთქება მოხდა და თავდასხმის შემდეგ ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აფეთქებები ასევე ისმოდა ვოლინის ოლქის ქალაქ კოველში. …
ნახვა »ემანუელ მაკრონი – ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს. კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”. “ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. …
ნახვა »საფრანგეთმა ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულებას ტოვებს. ცნობისთვის, ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება ძალაში 1998 წელს შევიდა ენერგეტიკის სფეროში უცხოური ინვესტიციების დასაცავად. არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ევროკავშირს შეთანხმებიდან გასვლისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან, მათი აზრით, აღნიშნული შეთანხმება წიაღისეული საწვავის ინდუსტრიების მიერ გამოიყენება რათა კანონის ფარგლებში პრობლემები შეუქმნას გარემოსდაცვით ზომებს. ასევე ცნობილია, რომ …
ნახვა »ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ. „უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია იყო 1.5 …
ნახვა »უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ცნობილია,რომ ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, საჰაერო განგაში სარაკეტო დარტყმების საფრთხეზე მიანიშნებს.
ნახვა »