უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. „დილის 11 საათის მონაცემებით, დაზიანდა 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი რვა რეგიონსა და ქალაქ კიევში,” – აცხადებს შმიგალი.
ნახვა »პუტინი: ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო. “ეჭვგარეშეა, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით დაგეგმილი და განხორციელებული თავდასხმა იყო”, – თქვა პუტინმა. 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. …
ნახვა »კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა
წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. კიევის შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, დაახლოებით დილის 8:45 საათისთვის, ექვს მანქანას გაუჩნდა ხანძარი და 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი როსტისლავ სმირნოვი. აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
ნახვა »უკრაინული მედია- ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გათავისუფლებულია
მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგინში 7 დასახლება გაათავისუფლეს.როგორც ცნობილია,გათავისუფლებულია ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის სოფლის თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ანდრეევკა, სტელმახოვკა.ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის მიერ „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.
ნახვა »ოლენა ზელენსკა-მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს ააშკარავებს
ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად,დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი,რასაც მსხვერპლი მოჰყვა.შემთხვევას უკრაინის პირველი ლედი,ოლენა ზელენსკა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა,-„რუსული დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანდა ასევე კერძო სახლებიც. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, დაშავდა 50, მათ შორის ბავშვები”, – წერს ოლენა ზელენსკა. მისივე თქმით,მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს …
ნახვა »ჯოზეფ ბორელი-რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურიდან და სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა,ევროკავშირი არ აღიარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას,სწორედ ამიტომ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია.როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები თუ ტექნიკა და სადგურზე კონტროლი გადასცეს უკრაინას. …
ნახვა »მიხაილო პოდოლიაკი-ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს!
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს. „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, – აღნიშნავს პოდოლიაკი. ცნობისთვის,დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო …
ნახვა »რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს
ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს, ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე ტამანის ნახევარკუნძულის მხრიდან სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც მატარებლის შემადგენლობის შვიდი საწვავის ავზი აალდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. „ხელისუფლების“ ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეგახსენებთ, რომ ყირიმის, ანუ ქერჩის …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია-ქვეყნის შეიარღებული ძალების მიერ ხერსონის ოლქში 2400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,კირილო ტიმოშენკო აცხადებს,უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 2 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხეს, ტერიტორიის გაათავისუფლებას ორი კვირა დასჭირდა. ცნობისთვის,საუბარია ხერსონის ჩრდილოეთით მდებარე ექვს და ბერისლავის რეგიონში არსებულ 61 დასახლებაზე.
ნახვა »ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით ორი მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ისაუბრა
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა,ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,უკრაინის დასახმარებლად, უახლოეს დღეებში ორი მილიარდი ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარება გამოიყოფა.მოცემულ საკითხზე შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისში იქნა მიღწეული. „ომის დაწყებიდან ჩვენ უკრაინას 19 მილიარდი ევროს დახმარება გავუწიეთ, თუკი არ ჩავთვლით სამხედრო მხარდაჭერას. ამაში შედის კიდევ ორ …
ნახვა »