პოლიტიკა

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 189-ე დღეს

ომის 189-ე დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზე. ერთი ჭურვი ხარკოველებისთვის ყველაზე პოპულარულ, სარჟინ იარის ტყე-პარკში ჩავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინული ძალები კი დროებით ოკუპირებულ ხერსონში კონტრშეტევაზე არიან გადასული. ოფიციალური კიევი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებს …

ნახვა »

მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა

92 წლის ასაკში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „მიხეილ გორბაჩოვი დღეს საღამოს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, – განაცხადეს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.

ნახვა »

უკრაინელებმა ფრონტის ხაზი მიკოლაევის მიმართულებითაც გაარღვიეს

უკრაინელები კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით წარმატებით ახორციელებენ. ხერსონის გარდა მათ ფრონტის ხაზი მიკოლაევის მიმართულებითაც გაარღვუეს. ჟურნალისტ რომან ციმბალიუკის ცნობით, უკრაინელებმა რუსული თავდაცვის ხაზი მიკოლაევის მისადგომების  მიმართულებაზეც გაარღვიეს,  ოკუპანტთა შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები.  ციმბალიუკი იუწყება, რომ გარღვეულია 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის პოზიციები ერთ’ერთ დასახლებულ პუნქტთან, მიმდინარეობს ბრძოლები.

ნახვა »

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშერმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მანამდე ფრანგულმა ენერგოკომპანია Engie-მ განაცხადა, რომ დღეიდან „გაზპრომისგან“ …

ნახვა »

რუსეთმა ხარკოვის ცენტრზე იერიში მიიტანა – დაღუპა 5 და დაშავდა 7 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრალურ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინიგუბოვი იუწყება. სინეგუბოვი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვიც ავრცელებს და აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 7 ადამიანი.

ნახვა »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა, – ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი „ტვიტერში“ წერს. „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ამ მისიას ვხელმძღვანელობ“, – აცხადებს რაფაელ მარიანო გროსი. …

ნახვა »

30 აგვისტოს ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ

30 აგვისტოს ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ.  The Vostok რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.  Financial Times წერს, რომ სამშაბათს დაგეგმილი სწავლება კრემლის გეგმაა, აჩვენოს, რომ საქმე ძველებურადაა, მიუხედავად იმისა, რაც უკრაინაში ხდება.  წინა წვრთნებზე, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, 300 000 სამხედრო მონაწილეობდა რუსეთის, ჩინეთის და …

ნახვა »

ფაულერი: საქართველო ორმაგ ტვირთს ატარებს – არასაიმედო რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას და ფქვილში მაღალი ფასის გადახდას

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დოქტორი კერი ფაულერი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს მსოფლიოში სურსათის კრიზისზე დიდი გავლენა აქვს. მისი თქმით, ეს კრიზისი რამდენიმე წელი გაგრძელდება. ელჩი ფაულერი საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა წელიწადში 100 000 ტონა მარცვლეულს აწარმოებს, 5-ჯერ …

ნახვა »

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, ქვეყანაში უკვე 1 033 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 348 ბავშვი, 1 527 ადამიანი კი დაშავებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 119 ადამიანი. პაკისტანში აცხადებენ, რომ ეს ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფაა. მდინარეების ადიდების გამო, …

ნახვა »

ომის 187-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში?

რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის დასახლებული რაიონები. ნიკოპოლში სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი, დაშავდა. განგაშის სიგნალი ისმოდა რივნის ოლქში მდებარე ქალაქ სარნაშიც, სადაც ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინული სამხედრო ობიექტი დაბომბეს. 200-მდე რაკეტა ისროლეს ზაპოროჟიეს ქალაქ ორეხოვოს მიმართულებითაც. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზეც. „დღეს გავმართე სხდომა თავდაცვისა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია