პოლიტიკა

მსოფლიო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ ცეცხლი გახსნეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ ცეცხლი გახსნეს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 28 სექტემბერს საღამოს ექვსი საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ, განლაგებული საბრძოლო პოზიციების მიმართულებით ნაღმმტყორცნებითა და მსხვილი კალიბრის იარაღით ცეცხლი გახსნეს. ერევანში აცხადებენ, რომ მათ საპასუხო ზომები მიიღეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, …

ნახვა »

„როიტერი“ – ენერგეტიკული კრიზისის გამო შესაძლოა, ევროპაში ზამთარში მობილური კავშირი გაითიშოს

როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, იმ შემთხვევაში თუ ზამთარში ევროპაში ელექტროენერგია გაითიშა ან დენის მიწოდებაზე დაწესდება გრაფიკი, შესაძლოა, მობილურ ქსელებს პრობლემები შეექმნათ. მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო, ევროპაში მოქმედ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ნაწილმა შეშფოთება უკვე გამოთქვა. ამასთან ერთად, „როიტერი“ წერს, რომ მობილური კავშირის ოპერატორ კომპანიებს, მათ შორის შვედეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, უკვე დაწყებული აქვთ …

ნახვა »

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, – განუცხადა ალექსანდრე …

ნახვა »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და რომ „რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობა შეიძლება არ აღიაროს, ხელი შეუშალოს მათ მიერ რუსეთის დატოვებას და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს“. „თუ გსურთ …

ნახვა »

იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია

იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია. დაშავდა 21 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი. ამის შესახებ TASS-ს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა განუცხადა.  უდმურტიის შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელის ცხედარი იპოვეს, მან თავი მოიკლა. “პოლიციელებმა იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელმაც ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.”– აცხადებენ პრესსამსახურში. თავდამსხმმელის …

ნახვა »

მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ყაზახეთში გადავიდნენ, კინოთეატრში ათევენ ღამეს

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ყაზახეთში გადავიდნენ, კინოთეატრში ათევენ ღამეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან წასული რუსებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი ყაზახეთია. ამასთან, ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე დასავლეთ ყაზახეთში რუსეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე ჩავიდა. საზღვარზე …

ნახვა »

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება დაგმეს

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ე.წ. რეფერენდუმები, რათა შექმნას ყალბი საბაბი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსის შესაცვლელად, რომელიც მიმდინარე რუსული აგრესიის სუბიექტია. „ეს ქმედებები აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს. ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონის …

ნახვა »

„როიტერი“ – სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც სააგენტო წერს, ჩრდილოეთ კორეამ თავის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სამხრეთ კორეის დედაქალაქში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჩასვლის და სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ჯარების დაგეგმილი სამხედრო წვრთნების წინ, რომელშიც აშშ-ის ავიამზიდი იღებს მონაწილეობას. „როიტერის“ ცნობით, სამხრეთ …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ჩაბარდებიან, სამ პირობას დებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ, ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინა რუსებს სამ რამეს ჰპირდება. „ჯობს, არ აიღო გაწვევის წერილი, ვიდრე მოკვდე უცხო მიწაზე, როგორც ომის დამნაშავე, ჯობს კრიმინალურ მობილიზაციას გაექცე, ვიდრე დასახიჩრდე და მერე, აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის, პასუხისმგებლობა აიღო სასამართლოში. სჯობს, ჩაბარდეთ, ვიდრე ჩვენი იარაღით მოკვდეთ. უკრაინა სამი რამის გარანტიას აძლევს თითოეულ რუს …

ნახვა »

ირანის ელჩს უკრაინაში აკრედიტაცია ჩამოართვეს

უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია გააუქმა და ირანის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდებაზე პასუხია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა უკრაინაში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც განუცხადეს, რომ ირანული იარაღის მიწოდება რუსეთისთვის ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის საჯარო პოზიციას ნეიტრალიტეტის, უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის პატივისცემის შესახებ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია