Netflix-მა პოპულარული სერიალის „კალმარის თამაშის მოტივებზე შექმნილ რეალითი-შოუში მონაწილეობის მსურველებისთვის ქასთინგი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სტრიმინგ-სერვისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სერიალის მსგავსად, თამაშში მთავარი პრიზისთვის 456 მონაწილე იბრძოლებს. თუმცა საპრიზო ფონდი 4,56 მილიარდი ვონის ნაცვლად 4,56 მილიონი დოლარი იქნება. ქასთინგში მონაწილეობის მიღება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ – მთავარი კრიტერიუმი ინგლისური …
ნახვა »იზიუმის მასობრივ სამარხში ნაპოვნი იმ ცხედრების 99%-ს რომლის ექსპერტიზაც ჩატარდა, ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს
ხარკოვის ოლქში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან ექსჰუმირებული ცხედრების 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს. ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამარხში დაწერა. სინეგუბოვის ცნობით, რამდენიმე ცხედარს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, ერთ ადამიანს კი, კისერზე თოკი ქონდა მობმული. „აშკარაა, რომ ეს ადამიანი აწამეს და სიკვდილით …
ნახვა »ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელი ლიდერის თქმით, მან პირადად გააფრთხილა პუტინი ამ ნაბიჯის შესახებ. “ნუ გააკეთებთ ამას. ნუ გააკეთებთ ამას. ეს შეცვლის ომის სახეს და აქცევს ისეთ რამედ, რაც …
ნახვა »მედიის ცნობით, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირისა და უკრაინული მარცვლეულის საკითხები განიხილეს. გავრცელებული ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის. „საკითხი შეთანხმებულია, ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, …
ნახვა »იზიუმიში აღმოჩენილი მასობრივი სასაფლაო
უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების მორიგი კვალი – იზიუმში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს. არსებული ცნობებით, სამარხში 440-ზე მეტი ცხედარი იყო, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირები. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გათავისუფლებულ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობა თუ დადასტურდება, ეს იქნება ბალკანეთის 90-იანი წლების ომების შემდეგ ევროპაში აღმოჩენილი …
ნახვა »აშშ-მა კადიროვს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და მის ოჯახს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი აქვეყნებს. ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანეს კიდევ 44 ფიზიკური და 32 იურიდიული პირი, მათ შორის, ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, მაქსიმ ორეშკინი.
ნახვა »შეტაკება ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. შეტაკება მოხდა ისფარინის რაიონში. ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი ტაჯიკი ჯარისკაცი დაიღუპა და 3 დაშავდა. 11 დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ იტყობინება ყირგიზული მხარეც. ცეცხლის გახსნაში ბიშკეკი და დუშანბე ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და დაცვის მანქანებს შეეჯახა. ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. „ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცავები …
ნახვა »ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერში“ ავრცელებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან რამდენიმე საკითხს განიხილავს. „კიევში, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაწყებიდან მესამე ვიზიტი. ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ვაპირებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან განვიხილო ჩვენი ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოება უკრაინის გაწევრიანების გზაზე“, – წერს ურსულა …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო სადესანტო ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, იზიუმში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. „სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ …
ნახვა »