პოლიტიკა

მსოფლიო

Financial Times – ევროკავშირი მიმდინარე კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს

ბრიტანული გამოცემა Financial Times -ის ცნობით, ევროკავშირი ამ კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს. 2007 წელს დადებული შეთანხმების გაყინვის შემთხვევაში, რუსებს გაურთულდებათ და გაუძვირდებათ შენგენის ზონის დოკუმენტების მიღება. როგორც მედია წერს, ეს მას შემდეგ ხდება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსი ტურისტებისთვის საკუთარი საზღვრების ცალმხრივად დაკეტვით დაიმუქრა, ხოლო ბლოკის წევრი …

ნახვა »

აშშ არქტიკაზე ელჩს პირველად დანიშნავს

აშშ-მა არქტიკაზე, რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის ფონზე, ელჩის ახალი თანამდებობა შექმნა, – ამის შესახებ BBC აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. რამდენიმე დღის წინ, ნატოს მეთაურმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის არქტიკაში შეღწევის შესახებ. BBC-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებენ, რომ აშშ-ის …

ნახვა »

პორტუგალიაში დინოზავრის უზარმაზარი ჩონჩხი აღმოაჩინეს

პორტუგალიის დინოზავრის უზარმაზარი ჩონჩხი აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ევროპაში აღმოჩენილი ყველაზე დიდი დინოზავრი იყოს. ზავროპოდის ჩონჩხი ქალაქ პომბალის ცენტრში 2017 წელს იპოვეს, როდესაც კაცმა საკუთარი სახლის მშენებლობა დაიწყო. ზავროპოდები ყველაზე დიდი დინოზავრები და ყველაზე დიდი ხმელეთის ცხოველები იყვნენ, რომლებსაც ოდესმე უცხოვრიათ. მათ გრძელი კისერი და კუდი ჰქონდათ, მცენარეებით …

ნახვა »

რუსეთმა ბირთვული განიარაღების საკითხზე გაერო-ს კონფერენციაზე, ერთობლივი დეკლარაციის მიღება დაბლოკა

რუსეთმა ბირთვული განიარაღების საკითხზე გაერო-ს კონფერენციაზე, ერთობლივი დეკლარაციის მიღება დაბლოკა. ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება, რომელსაც ხელს ყოველ ხუთ წელიწადში 191 ქვეყანა აწერს, მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან არიდებას. რუსეთმა დოკუმენტის ტექსტი და ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტრო სადგურის გარშემო საბრძოლო მოქმედებების გამო, სერიოზული შეშფოთება გამოთქვა.

ნახვა »

ერდოღანის სიძემ რუსეთს “ბაირაქტარების” მიყიდვაზე უარი განუცხადა

თურქული კომპანია Baykar-ი რუსეთს საბრძოლო უპილოტო საფრენ Bayraktar TB2-ს არ მიჰყიდის. ამის შესახებ BBC-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სალუქ ბაირაქტარმა განუცხადა. “ფული ჩვენთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, უკრაინასთან ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა წლებია, გრძელდება. ამიტომაც რამდენი ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ, მოსკოვისთვის დრონების გადაცემაზე საუბარიც ზედმეტია. ჩვენი უპირობო მხარდაჭერა დღეს უკრაინის მხარესაა, რომელიც …

ნახვა »

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის ადაპტირებულია

ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის მზადაა. როგორც ლუკაშენკომ თქვა, თვითმფრინავების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან ის ივნისის ბოლოს შეთანხმდა. “ჩვენ პუტინთან ერთად ოდესღაც პიტერში განვაცხადეთ, რომ Su-24-ის ბელარუსულ თვითმფრინავებს განვაახლებთ იმისათვის, რომ მათ ბირთვული იარაღის გადატანა შეძლონ. რა გგონიათ, უბრალოდ ვყბედობდით? ყველაფერი მზადაა!” – თქვა ლუკაშენკომ. გამოცემა …

ნახვა »

აშშ მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი ახლომდებარე ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს

აშშ მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი ახლომდებარე ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან პიერმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, ჯო ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ ატომური სადგური არ უნდა გახდეს საომარი ზონა და ის უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლქვეშ. „როგორც ჩვენ …

ნახვა »

რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო ​უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში პაპ ფრანცისკეს გამოსვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს. ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის იტალიელ კოლეგა ლუიჯი დი მაიოსთან ერთად კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს დაადასტურა. როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, თავად ის ფაქტი, რომ წმინდა საყდრის ნუნციო დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს, უპრეცედენტო მოვლენას …

ნახვა »

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მორიგ ჯერზე დაგმეს რუსეთის აგრესია. აღნიშნული განცხადებას შეუერთდა საქართველოც. ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგი კისლიცამ წაიკითხა. “გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველო გაეროს წევრ 50-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა, რათა დაგმოს რუსეთის მიერ გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევა აგრესიის დაწყების …

ნახვა »

უკრაინაში, რკინიგზის სადგურის დაბომბვას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის ბავშვიცაა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ჩაპლინეს რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 11 წლის ბიჭიცაა, – ინფორმაციას BBC ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ასე ემზადებოდა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისთვის. ოთხი სამგზავრო ვაგონი იწვის… დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. თავდასხმის შედეგად, 50 ადამიანია დაშავებული. მოსკოვს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია