პოლიტიკა

მსოფლიო

ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან მოსახლეობა იკრიბება

ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან მოსახლეობა იკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას.

ნახვა »

ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან. როგორც BBC-ი იუწყება, პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა, ასევე პრინცი უილიამი, ენდრიუ და ედვარდი უკვე ჩავიდნენ ბალმორალში. ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. „შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულნი …

ნახვა »

ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულნი არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და მას ურჩიეს, რომ დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

ნახვა »

ბაიდენმა უკრაინისთვის $675 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $675 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას, მათ შორის “Humvee”-ის საბრძოლო მანქანებს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც მინისტრებმა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმა უნდა განიხილონ. უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად …

ნახვა »

ხარკივის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ხარკვის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. სინეგუბოვის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ნემიშლიანსკისა და ქალაქის ინდუსტრიულ უბნებს დაარტყეს. ამასთან, ის ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. “სამწუხაროდ, ინდუსტრიული უბნის დაბომბვის შედეგად არის მსხვერპლი. ექიმების წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი …

ნახვა »

ინდოეთში, ქალი საკუთარ ქორწილში ტირილით მოკვდა

ინდოეთში ახალგაზრდა ქალი თავის ქორწილის დღეს ტირილით მოკვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, ინციდენტი საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ე.წ. „ბიდააის“ რიტუალის შესრულებისას მოხდა, როდესაც გათხოვილი ქალი მშობლების ოჯახს ემშვიდობებოდა. რიტუალი ინდოეთში ტრადიციულად მოთქმითა და ტირილით ტარდება. მოულოდნელად ატირებულმა პატარძალმა გონება დაკარგა და იატაკზე დაეცა. ექიმებმა დაადგინეს, რომ …

ნახვა »

ვიეტნამში, კარაოკე ბარში ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში, კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰო ჩი მინთან მოხდა. ხანძარი გვიან ღამით დაწესებულების მეორე სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა მესამეზე, რის შედეგადაც მომხმარებლები და თანამშროლები შენობაში ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობიდან თავის დასაღწევად ოთხი ადამიანი მეორე და მესამე სართულებიდან გადახტნენ, ისინი დაშავებულები არიან. …

ნახვა »

არახამია: ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენ ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, დაგეხმარებით

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ვიდეოს ავრცელებს და უკრაინის მხრიდან 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნას ეხმაურება. არახამიას თქმით, “სანქციების ამ პაკეტში, ჯერჯერობით, მისი [ივანიშვილის] პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან”. არახამია ამბობს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის აშშ-ისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი სააგენტოა. “ამ ვიდეოს …

ნახვა »

იენს სტოლტენბერგი – უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და მომავალი ზამთარი გამოცდა იქნება უკრაინის მხარდამჭერებისთვისაც. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა. „უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და იქნება რთული. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და ჩვენთვის, ვინც მათ …

ნახვა »

ოლივერ ვარჰეი – საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით მოითხოვს დროს და ყველას მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას, ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ

საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით დროს მოითხოვს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ყველას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ. „ყველა უნდა ვიყოთ ნასიამოვნები, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია