პოლიტიკა

მსოფლიო

მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე – არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ რუსეთს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი “ტვიტერზე” წერს და ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს. “14 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას …

ნახვა »

ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ის დაირღვევა, “ისრაელის სახელმწიფო ინარჩუნებს უფლებას მკაცრი რეაგირება მოახდინოს”. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისი მადლობას უხდის ეგვიპტეს, რომელიც შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს შუამავლობდა. შეთანხმების პირობები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა, ეგვიპტის …

ნახვა »

ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მონაცემებით, მსხვერპლთა შორის არიან ხუთი წლის ბავშვი, ორი ქალი და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრები, მათ შორის მათი ლიდერი ტაისერ ჯაბერი. ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარასკევს ისრაელის მიმართულებით 300-მდე …

ნახვა »

აფეთქება ქაბულში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე რვა პირი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთით მდებარე უბანში მოხდა, სადაც ძირითადად შიიტი მუსლიმები იკრიბებიან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე პოლიციის და სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. აღსანიშნავია, …

ნახვა »

The Insider: შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს

შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება. კერძოდ, ობიექტზე შევიდა სატვირთო ავტომობილების კოლონა და, როგორც The Insider-ის წყაროები ამბობენ, იქ დანაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ნაღმებს ენერგობლოკებთან ახლოს, ნაწილს კი უშუალოდ ენერგობლოკში ინახავენ. რუსი …

ნახვა »

დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილის დიპლომატიური პასპორტები გააუქმა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მანამდე უკრაინულ Telegram-არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ. მედია წერდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია იმით, რომ დეპუტატები ომის დროს …

ნახვა »

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო. ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტების გამშვები პოზიციებია. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებით, მაგრამ „გაანადგურებს მათ, ვინც ისრაელს ემუქრება“. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მაშინ როდესაც …

ნახვა »

ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციისას ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა

ისრაელის არმიამ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა, საერთო ჯამში კი, სულ მცირე 10 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ღაზას სექტორის მმართველი „ჰამასის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი წლის ბავშვია. დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 55-მა ადამიანმა მიიღო. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს „ისლამური …

ნახვა »

„ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა

რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. დაჯგუფების პრესსპიკერის თქმით, რაკეტების სამიზნე ისრაელის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები გახდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის წინააღმდეგ ნასროლი რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ისრაელის რაიონებში განგაშის სიგნალები ჩაირთო. „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს …

ნახვა »

Joker 2-ში ლედი გაგა ითამაშებს – ნახეთ ტრეილერი

ოსკაროსანი ფილმის, ჯოკერის მეორე ნაწილი ნამდვილად დასამახსოვრებელ სანახაობას გვპირდება: ხოაკინ ფენიქსთან ერთად, ფილმში ლედი გაგაც მიიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ წყაროებმა დაუზუსტებელი ინფორმაცია ჯერ კიდევ ივნისში გაავრცელეს, თუმცა გაგამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯოკერში ვიხილავთ. პირველ მუსიკალურ ტრეილერში ხოაკინისა და გაგას მოცეკვავე სილუეტებს ვხედავთ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მეორე გავრცელებული ინფორმაციაც მართალია …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია