პოლიტიკა

მსოფლიო

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

რუსი ულტრანაციონალისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ „როსპარტიზანმა“ ტელეგრამარხზე დაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ უკრაინაში ომის წინააღმდეგია. ორგანიზაცია მიზნად პუტინის განადგურებას ისახავს.

ნახვა »

აშშ მოსკოვს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობიდან ორი წლისთავზე, შეერთებული შტატები მოსკოვს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტის მოსაწამლად და მოვუწოდებთ კრემლს სრულად გამოაცხადოს და გააუქმოს მისი ქიმიური იარაღის პროგრამა. ჩვენ ასევე ვუერთდებით ნავალნის ოჯახს, კოლეგებსა და მხარდამჭერებს მთელს მსოფლიოში, რომ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი …

ნახვა »

მოსკოვში პუტინისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი მანქანაში ააფეთქეს

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში ააფეთქეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო. დარია დუგინა ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე რუსეთის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. დარია დუგინა ჟურნალისტი იყო, რომელიც ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. ის აშშ-ის და …

ნახვა »

სომალიში, სასტუმროში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, მოკლულია, სულ მცირე, 15 ადამიანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, სასტუმროში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.  შენობაში შეიარაღებული პირი 19 აგვისტოს შევარდა. სროლას აფეთქებაც მოჰყვა.  მოკლულია, სულ მცირე, 15 ადამიანი. მსხვერპლის რაოდენობა იზრდება – ბევრი გადარჩენილი მძიმე მდგომარეობაშია. ექიმი აჰმედ აბდი ამბობს, რომ კლინიკაში მადინა კვლავ გრძელდება დაშავებულების და ცხედრების შემოყვანა.  ასევე, თავდამსხმელებს დაკავებული აქვთ სასტუმრო. თუმცა, პოლიციის მაიორის, ფარა ჰუსეინის განცხადებით, სომალის უსაფრთხოების ძალებმა სასტუმროს უმეტესი …

ნახვა »

ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა

ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და მას რუსეთის მიერ კონტროლირებადი, ყირიმის საოკუპაციო მთავრობაც ადასტურებს. საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა.

ნახვა »

უკრაინის დაზვერვა – ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში “აზოვსტალის” დატყვევებული დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი „სამსჯავროს“ გამართვას გეგმავენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება. მათივე ცნობით, ოკუპანტები სასწრაფოდ არემონტებენ მარიუპოლის ფილარმონიის შენობას. სცენაზე რუსები ამაგრებენ რკინის გალიებს, რომლებშიც დამცველებს მოათავსებენ. „ამ ქმედებისთვის ერთგვარი „ლეგიტიმურობის“ სახის მისანიჭებლად, ოკუპანტები ამზადებენ სპეციალურად …

ნახვა »

რუსებმა ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხარკოვი დღეს დილით კიდევ ერთხელ დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დარტყმა ქალაქის სამ რაიონზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ერთი ადამიანი დაშავდა. ამასთან, რაკეტები ინფრასტრუქტურულ ობიექტსაც მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შეგახსენებთ, ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. 17 …

ნახვა »

ჯონი დეპი ამედეო მოდილიანიზე ფილმს გადაიღებს

ჯონი დეპი რეჟისორის სავარძელს უბრუნდება – ის ბიოგრაფიულ დრამას „მოდილიანი“ გადაიღებს, რომელიც ცნობილ იტალიელ მხატვარსა და მოქანდაკე ამედეო მოდილიანიზე მოგვითხრობს. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სურათს საფუძვლად დენის მაკინტაიერის პიესა დაედება, რომელიც მხატვრის მიერ 1916 წელს პარიზში გატარებულ ორ დღეზე მოგვითხრობს, რაც გადამწყვეტი მომენტი იყო მის ცხოვრებაში. „მოდილიანის ცხოვრების ნაწილის ეკრანზე ჩვენება წარმოუდგენლად …

ნახვა »

ზელენსკი მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა. მისივე თქმით, საერთაშორისო მისიის ყველა პარამეტრი უკვე შეთანხმებულია. „არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არ მოხვდეს. დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ეს პარამეტრები და ის, რომ ამ მისიას შეუძლია, …

ნახვა »

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან. ინფორმაცია ტელეკომპანია „ბიბისი“ ინდონეზიის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს არის პირველი დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ბალიზე დაგეგმილ სამიტზე ჩავლენ. ამასთან, ეს იქნება პირველი გლობალური სამიტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიმართება. კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტისთვის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია