საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს მსოფლიოს მთავრობათა სამიტის წარმატებით ჩატარება მიულოცა და ხაზი გაუსვა სამიტში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, …
ნახვა »თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა გარდაცვლილი
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანთეფში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ.-ს გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი …
ნახვა »თურქეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა. საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშაობენ. „საქართველოს …
ნახვა »ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა
სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა. ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. “შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ერთი მილიონი ლარი გამოიყო
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი …
ნახვა »როგორია ქართველების მდგომარეობა, რომლებიც თურქეთში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრის შემდეგ თურქეთში საქართველოს საელჩო სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საელჩო მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD). აღსანიშნავია, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის …
ნახვა »იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლოს თანახმად გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები
სტრასბურგის სასამართლოს თანახმად გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები – ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მიიჩნია, რომ 2014-2015 წლებში გიორგი უგულავას დაკავება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას. მომჩივანი დაობდა 2014 წლის ივლისიდან …
ნახვა »ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროთი დაეხმარება
ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებას დახმარების თხოვნით სირიამ ოფიციალურად მიმართა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმე ტექნიკის მწირი რაოდენობის გამო კი სამაშველო ოპერაციების დროული ჩატარება ვერ ხერხდება.
ნახვა »საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია
საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. საელჩოს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს …
ნახვა »სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან – …
ნახვა »