პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

ვახტანგ მეგრელიშვილი – მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად

რომელი ჭკუათმყოფელი ანდობს თავის კომპანიას, თავის სიკეთეს ღატაკ ადამიანებს, რომლის ხელფასებზე უფრო მეტი აქვთ „ტაქსისტებს“- განაცხადა „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების ხელფასების მომატების შესახებ კანონპროექტის განხილვისას. მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად, აღნიშნა მან. “თქვენ რომ დააფუძნოთ ნებისმიერი კომპანია, საწარმო, სახაჭაპურე მაგალითად, მენეჯმენტი რომ დაიქირაოთ, თქვენი აზრით, როგორი იქნება ხელფასის …

ნახვა »

მიხეილ დაუშვილი – „ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის! – ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას

„ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის! – ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას – განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა. დაუშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. „მინდა …

ნახვა »

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე

ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ალან კარისი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით და განსაკუთრებით მოქმედებით. „ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ რეფორმის გზაზე და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს …

ნახვა »

ყველაფერი ანტიდასავლური, ანტიევროპული თუ ვინმეს გაუკეთებია განცხადებების, კონკრეტული საქმეების სახით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია – კახა კალაძე

ყველაფერი ანტიდასავლური, ანტიევროპული თუ ვინმეს გაუკეთებია განცხადებების, კონკრეტული საქმეების სახით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ეს არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს რადიკალებად მოგვევლინებიან, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ყველაფერს აკეთებდნენ და გააკეთეს ამ ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. კალაძის თქმით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციაში რა …

ნახვა »

შარლ მიშელი – ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს

„ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე. მისი თქმით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „გასულ წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა …

ნახვა »

ანა ბუჩუკურის თქმით, ტურისტის წინააღმდეგი მათი გუნდი არ არის, მაგრამ ეს არის პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რისკები იზრდება და რაღაც რომ მოხდეს, ხელისუფლება ვეღარ და აღარ გადააზღვევს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის თქმით, ტურისტის წინააღმდეგი მათი გუნდი არ არის, მაგრამ ეს არის პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რისკები იზრდება და რაღაც რომ მოხდეს, ხელისუფლება ვეღარ და აღარ გადააზღვევს. მან ასევე შეაფასა გუშინდელი აქცია. „როცა მოვლენების შეფასებას ვახდენთ, მიმაჩნია, რომ პოლიციაზე ისრის გადატანა სწორი არ არის და ხელისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ, …

ნახვა »

სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და ორგანიზებული მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, 8 უკვე დაკავებულია, ორ მათგანზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული

აგვისტოს ომის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს კუდის მაღალჩინოსნების დაკვეთით სპეცრაზმმა სასტიკად სცემა, ბათუმიდან გურიის მიმართულებით გაიტაცა და კალაშნიკოვის ავტომატებით ჩაცხრილა. სასტიკად ნაწამებ სამხედრო მოსამსახურეს ჯამში 40 ტყვია ესროლეს. 15 წლის შემდეგ საქმე გახსნილად გამოცხადდა. როინ შავაძის წამებისა და ორგანიზებული მკვლელობის საქმეზე სისხლის …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის დეტალური ანგარიშ-იდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, ივნისის ბოლომდე რა რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია. მან აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა. „ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს და ამაზე ჩვენ …

ნახვა »

დმიტრო კულება – რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს

რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს. ბოლო თავდასხმა ოდესის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელდა, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“. მისი განცხადებით, უკრაინა ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს. „ჩვენ ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დავაყენებთ, რათა ნათლად განვაცხადოთ: რუსეთი ერთადერთი საფრთხეა უკრაინის …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, იენს სტოლტენბერგი უკრაინა-ნატოს საბჭოს მოიწვევს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია