პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

”გუდვილი” ყაზახეთის ბაზარზე შედის

„გუდვილი“ ყაზახეთის ბაზარზე შედის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „გუდვილის“ ქსელის მართვის დირექტორმა ირინე ქოსაშვილმა განაცხადა, შემოდგომაზე, ყაზახეთში “გუდვილის“ ფრანჩაიზით „გუდვილი გურმე“ გაიხსნება. ყაზახურ პარტნიორ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ამ დროისათვის ობიექტის რემონტი მიმდინარეობს, რათა სავარაუდოდ ოქტომბერში „გუდვილი“ ალმატაში გაიხსნას. ”გუდვილი გურმეს ორი ობიექტი წარმატებულად მუშაობს თბილისში და მალე დაემატება მესამე …

ნახვა »

ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით თბილისი 396-ე ადგილზე, ხოლო ბათუმი – 446-ე ადგილზეა

კვლევითი პორტალზე ნუმბეო 2022 წლის პირველი ნახევრის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოქვეყნდა. საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ათეულში, ბოლოდან მეშვიდე ადგილზეა. ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. საქართველოს შემდეგ მოდის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: უზბეკეთი, ავღანეთი, ინდოეთი, …

ნახვა »

უკრაინის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროვსკის მერის მოადგილის, მარგარიტა იდრისოვას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. “თოთხმეტი ადამიანი საშუალო და მსუბუქი დაზიანებებით დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულია,” – განაცხადა პოკროვსკის მერის მოადგილემ. იდრისოვა აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში 30 შენობა დაზიანდა. …

ნახვა »

„მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა განაში

განაში „მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პაციენტი ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ინფექციური დაავადების გამომწვევი „მარბურგის“ ვირუსი „ებოლას“ გამომწვევი ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება. დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება, როგორც საეჭვო კონტაქტის შემთხვევები. როგორც „ბიბისი“ წერს, „მარბურგის“ მკურნალობის კურსი …

ნახვა »

ფრაქცია „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ წერილშია ნათქვამი. წერილის შინაარსი და „ქართული ოცნების“ დეპუტატთა პოზიცია მედიას პარლამენტში …

ნახვა »

უკრაინის მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა შეწყდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა 31 ივლისს შეწყდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, ფულადი დახმარება ოჯახზე 300 ლარი, დამატებით სულზე კი 45 ლარით იქნება განსაზღვრული. როგორც მერია განმარტავს, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს. …

ნახვა »

პროკურატურა: გოგაშვილის სახლიდან ამოღებულია სუს-თან დაკავშირებული გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურამ გოგაშვილს ბრალდება წარუდგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის-ფაქტებზე. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე …

ნახვა »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების განხორციელებისთვის ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ინიციატივას მხარი 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 210 იყო. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ არცერთმა წევრმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო დონეზე გაფორმდეს ის გარანტიები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. წარმომადგენელთა პალატამ ასევე …

ნახვა »

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. “ძალიან მეამაყება, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის …

ნახვა »

ევროპამ მარსზე სიცოცხლის მაძიებელი მისიიდან რუსეთი სამუდამოდ გარიცხა

უკვე ოფიციალურად — რუსეთი გაირიცხა ევროპის სიცოცხლის მაძიებელი მარსის როვერის მისიიდან, რომლის გაშვებაც 2020-იანების ბოლოსკენაა დაგეგმილი. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ამ მისიას ExoMars პროგრამის ფარგლებში რუსულ როსკოსმოსთან ერთად გეგმავდა. თავდაპირველი გეგმით, მოხეტიალე სახელად როზალინ ფრანკლინი უნდა გაეშვათ რუსულ რაკეტა “პროტონთან” ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ადგილი ყაზახეთში, რომელსაც როსკოსმოსი და რუსული სამხედრო ძალები მართავენ). ასევე დაგეგმილი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია