პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. “ძალიან მეამაყება, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის …

ნახვა »

ევროპამ მარსზე სიცოცხლის მაძიებელი მისიიდან რუსეთი სამუდამოდ გარიცხა

უკვე ოფიციალურად — რუსეთი გაირიცხა ევროპის სიცოცხლის მაძიებელი მარსის როვერის მისიიდან, რომლის გაშვებაც 2020-იანების ბოლოსკენაა დაგეგმილი. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ამ მისიას ExoMars პროგრამის ფარგლებში რუსულ როსკოსმოსთან ერთად გეგმავდა. თავდაპირველი გეგმით, მოხეტიალე სახელად როზალინ ფრანკლინი უნდა გაეშვათ რუსულ რაკეტა “პროტონთან” ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ადგილი ყაზახეთში, რომელსაც როსკოსმოსი და რუსული სამხედრო ძალები მართავენ). ასევე დაგეგმილი …

ნახვა »

როდის გამოქვეყნდება ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ?

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება. ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარსი ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. მისივე თქმით, სრულყოფილი ანგარიში იქნება მზად 2023 წლის გაფართოების პაკეტში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. „ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება. `სრულყოფილი ანგარიში იქნება მზად 2023 წლის გაფართოების პაკეტში უკრაინასთან …

ნახვა »

კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

კანადის ხელისუფლებამ მის მიერ მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა და დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში“, – აღნიშნეს კანადის საგარეო უწყებაში. ამრიგად, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ …

ნახვა »

თბილისში ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ცხრა წევრი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, 1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 …

ნახვა »

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა

ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით დღეს ავტორიზაცია გაიარა. ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. „Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრულისისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ …

ნახვა »

კობახიძე სამარცხვინოს უწოდებს იუკნევიჩიანეს ნათქვამს, რომ დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციაა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს – ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში თქვა, რომ “დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას“. “ქალბატონი რასას განცხადება იყო უბრალოდ სამარცხვინო. მეორეც, მისი განცხადება ფაქტობრივად იმეორებს იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები. სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა. არავითარი …

ნახვა »

გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს

ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ანგარიშს მოვამზადებთ პრიორიტეტებზე გაფართოების პაკეტში 2023 წელს. ეს მისცემს ქართულ პოლიტიკურ სისტემას არსებით დროს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში, საქართველოს საკითხებზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხაელ რუპმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ანგარიში შეეხება როგორც საქართველოს, უკრაინასა და …

ნახვა »

ბელგიაში ვატერლოოს ბრძოლისას დაღუპული ჯარისკაცებს ჩონჩხები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ბელგიაში, 1815 წელს, ვატერლოოს ბრძოლის დროს დაღუპული ჯარისკაცებისა და ცხენების ჩონჩხები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს „ძალიან იშვიათი“ აღმოჩენაა და გათხრებს გაგრძელებაა საჭირო. გათხრებს გლაზგოს უნივერსიტეტთან არსებული ბრძოლის ველის არქეოლოგიის ცენტრის სპეციალისტები აწარმოებენ. ვატერლოოს ბრძოლა 1815 წლის 18 ივნისს გაიმართა და ნაპოლეონის ომებს დასასრულს აღნიშნავს. საფრანგეთის არმია …

ნახვა »

მაიკლ გალერი – საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს

დემონსტრაციებიდან ვიცით, თუ საით ისწრაფვის ქართველი ხალხი და ასევე ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი ამ დროისათვის, რაც უკრაინა და მოლდოვამ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „სარკასტული საუბარი, რომ თუ დეკემბრამდე საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთვება, მაშინ ქვეყანა მიიღებს სტატუსს, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია