პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას. ხელისუფლებიდან წასული საჯარო პირების განცხადებით, მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ, რომელსაც მთავრობა კრიზისში შეჰყავს. გუშინ თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით. რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს …

ნახვა »

მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

ცნობილი მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა ჯორჯ დეჯორჯომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში დანაშაული აღიარა. როგორც ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ჯორჯ დეჯორჯო ამბობს, რომ სცოდნოდა, დაფნე კარუანა გალიცია ვინ იყო, მკვლელობისთვის გაცილებით დიდ თანხას მოითხოვდა. „რომ მცოდნოდა, 10 მილიონს მოვითხოვდი და არა 150 000-ს. ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო, ბიზნესი, როგორც ყოველთვის. რა …

ნახვა »

დაკავებულია მედდა, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვაქცინირებულ პირად აფიქსირებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამედიცინო დაწესებულების მედდა დააკავეს. კერძოდ, უწყების განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის …

ნახვა »

სახალხო დამცველი – ერთი წლის შემდგომაც კი, 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. „2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი …

ნახვა »

პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის პირობის შესრულების საკითხზე მუშაობა იწყება

პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობა იწყება. პირველ სხდომას ამ დღის წესრიგით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, რომელიც 7 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება. პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. …

ნახვა »

ბათუმში გასული წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბათუმში, გასული წლის 8 ოქტომბერს 26 მაისს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ბინის მეპატრონეს, ზაურ ბუდაგოვს ოტხი წლით, ხოლო მამა-შვილს, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. „სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად, ერთოთახიანს გადაკეთებულს ოროთახიან ბინად და …

ნახვა »

ბაიდენმა ჩიკაგოსთან სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. „მინდა, წუთიერი დუმილით მივაგო პატივი ილინოისში მოკლული ექვსი ადამიანის ხსოვნას. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნახვა »

ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში) დასაქმებული მეწარმე სუბიექტები 2021 წლის ქონების გადასახადისგან (რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული) გათავისუფლდნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ცვლილებას „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის …

ნახვა »

პროკურატურა – 2 000 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა

საქართველოს გენერალური პროკურატურაში ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, 2 000 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. პროკურატურის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული. „გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, ჰონგ-კონგში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია