პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

საქართველოს პრეზიდენმა ფინეთს ნატოს წევრობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთს ნატოს წევრობა მიულოცა. „ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბ-ბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების დროშებს გვერდით უკვე აღმართეს.

ნახვა »

ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ბოლო დასკვნით, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა, თებერვლის ვიზიტიდან, სააკაშვილის მდგომარეობა „დამძიმდა“. ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“, 2 აპრილს, არასამუშაო დღეს მოინახულეს, რის გამოც პაციენტის მკურნალ ექიმს ვერ ესაუბრნენ და ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციას ვერ გაეცნენ. …

ნახვა »

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კვირის ბოლოს გადაწყდება რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის აღდგენის საკითხი

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია გზის სიახლოვეს განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა. კვირის ბოლოსათვის ცნობილი გახდება პირველადი შედეგი, რის საფუძველზეც შეფასდება, თუ როდის და როგორ იქნება შესაძლებელი რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა რომ, მეწყრული უბნის შეისწავლიან როგორც ადგილობრივი, ასევე …

ნახვა »

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება

დღეს, 3 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხის განხილვაა. კერძოდ: 1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არაგვი რეზორტი წილკანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი 2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ცერემონიით დახვდნენ. მასთან შესახვედრად მივიდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ​ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის …

ნახვა »

ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში”

სასტუმრო “ამბასადორში” გაჩენილი ხანძრის ფაქტზე პოლიციამ ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მას ცეცხლის წაკიდება და ნივთის დაზიანება ან განადგურება ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, ეს დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა …

ნახვა »

საქართველო „ნულოვანი ნარჩენის“ ინიციატივას უერთდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, საქართველოს სახელით მხარი დაუჭირა „ნულოვანი ნარჩენის (ZeroWaste )“ ინიციატივას. შეხვედრა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 77/161 რეზოლუციის საფუძველზე „ნულოვანი ნარჩენის (ZeroWaste )“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და თურქეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული. ინიციატივას მხარი …

ნახვა »

გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე სახალხო დამცველის აპარატს ტოვებენ

სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე თანამდებობას ტოვებენ. როგორც ბურჯანაძე ფეისბუქზე წერს, 31 მარტი მისი ბოლო სამუშაო დღე იქნება. “ლევანს [იოსელიანს] არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში …

ნახვა »

2022 წელს საქართველოში 14 098 წყვილი განქორწინდა

2022 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს შეადგენს. ამასთან, 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3%-ით მეტია წინა წლის …

ნახვა »

რა თქვა შარლ მიშელმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გუშინ მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განიხილეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირი გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს. შარლ მიშელის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვეში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. “ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს უახლესი ანგარიში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია