პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

ევროპარლამენტში დღეს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ

დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ. მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 საათზე არის ჩანიშნული. კერძოდ, საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის ვიდეომასალას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში  ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაემგზავრა, სადაც ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა და ასევე მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური …

ნახვა »

აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის ლიდერებმა წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმება გამოაცხადეს

სან-დიეგოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამ ქვეყანას შორის წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმების დეტალები გასაჯაროვდა. სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, აშშ ავსტრალიისთვის, სულ მცირე, სამ ბირთვულ წყალქვეშა ნავს ააგებს. მოკავშირეები ასევე იმუშავებენ ერთად ახალი ფლოტის შექმნაზე მოწინავე ტექნოლოგიების, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში „როლს როისის“ მერ დამზადებული რეაქტორების გამოყენებით. აშშ-ის, ავსტრალიისა და …

ნახვა »

საქართველოდან რუსეთში გასული ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა

საქართველოდან რუსეთში ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გასული ავტომობილების რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაორმაგდა და 1 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული გამოცემები ჩრდილო კავკასიის საბაჟო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებენ.მათი ცნობით, 10 მარტის 06:00 საათის მონაცემებით რუსეთში საქართველოდან გასვლისას 1 788 მსუბუქი ავტომობილი დარეგისტრირდა, რუსეთიდან კი 824 ავტომობილი. ამასთან, ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება. „მადლობა აშშ-ის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე დემოკრატიული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ მისი ერთგულებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ნახვა »

შარლ მიშელი – ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით – „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას

ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება ევროკვშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის. „ამ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობას სურს. კანონის უზენაესობისა …

ნახვა »

მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმაურება

თბილისის ცენტრში პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დაშლის მცდელობისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს, რომელიც თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „დემონსტრანტები შიშობენ, რომ კანონპროექტმა, შეიძლება, ზიანი მიაყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედს“, -აღნიშნავს გამოცემა. Reuters-ი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განიცდის დამკვირვებლების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ …

ნახვა »

შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე 66 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე …

ნახვა »

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს. საკითხების განხილვა ხუთშაბათს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს. „დღევანდელი დღე „თავდაცვის კოდექსის“ განსახილველად გვქონდა …

ნახვა »

ლევან დავითაშვილმა ბერლინში საერთაშორისო მედიას საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო

ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო უნიკალური კულტურით, ღვინის სამშობლო, მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციების 8000-წლიანი ისტორიით. ადგილი, საიდანაც პირველი ევროპელები მოვიდნენ, ქართული ანბანი – მსოფლიოს 14 ანბანიდან ერთ-ერთი, რომლის ჯადოსნური სტრუქტურა ექსკლუზიურია ორიგინალური დამწერლობის სისტემებს შორის და ჭეშმარიტად ასახავს ქართული კულტურის განსაკუთრებულობას, – ასე გააცნო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო საერთაშორისო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია