გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, – ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. უკრაინას უკვე მიეწოდება Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიის თანამონაწილეობით ხორციელდება, კიდევ იგეგმება უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის 100 ერთეული ასეთი ტანკი გადასცემა. ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, …
ნახვა »შეერთებულმა შტატებმა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს – თეთრი სახლი
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში. “F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ [ბრძოლის ველზე] სიტუაციის შეცვლას მხოლოდ F-16-ები შეძლებენ“, – აღნიშნა ჯინ კირბიმ. …
ნახვა »ყირიმის ნახევარკუნძულზე, სამხედრო ბაზაზე ხანძრის გამო იგეგმება 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია
ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ასევე საჭირო გახდა მიმდებარე გზატკეცილის დაკეტვა. „ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში, სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. იგეგმება ოთხი დასახლების მაცხოვრებლების დროებით ევაკუაცია. საუბარია 2 000-ზე მეტ ადამიანზე“, – განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა „ტელეგრამზე“. ხანძრის …
ნახვა »რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 11 ერთეულამდე გაზარდა
რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, მათგან ორი რაკეტების მზიდია, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია. “ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსპიკერმა …
ნახვა »უკრაინის გენშტაბი – გასული დღე-ღამის განმავლობაში 39 შეტაკება მოხდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა. ძირითადად, რუსული ძალები ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკასმიმართულებებით არიან კონცენტრირებული. გენშტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის …
ნახვა »ვალერი ზალუჟნი – თუ ჩვენს პარტნიორებს იარაღის გამოყენების ეშინიათ, ჩვენ ჩვენი იარაღით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენს, რამდენიც აუცილებელი იქნება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად საკუთარი წარმოების იარაღს გამოიყენებს. ზალუჟნიმ ამის შესახებ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემა წერს, რომ ზალუჟნის მთავარი კითხვა და ამოცანაა “როგორ შევამციროთ ზარალი? როგორ შევამცირო ზარალი?” ყოველ დილით, მთავარსარდალი იმის გარკვევას იწყებს, თუ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა წინა …
ნახვა »ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გაცვლიან
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლიან. უკრაინის პრეზიდენტმა ამით უპასუხა იმ მოსაზრებას რომ თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი …
ნახვა »სერგეი ლავროვი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გამოჩენის ფაქტს დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განვიხილავთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა – ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ნატოელი სატელიტები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს ქმნიან და ეს სავსეა კატასტროფული შედეგებით. უკიდურესად სახიფათო განვითარების ერთი მაგალითია აშშ-ის გეგმები, კიევის რეჟიმს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს. მისი თქმით, მოსკოვმა ბირთვულ სახელმწიფოებს: შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და …
ნახვა »უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში წერია, რომ უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. “500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში”, – ნათქვამია ანგარიშში. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსები აფასებენ, უკრაინელების …
ნახვა »ლვოვში რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი – 34-მდე გაიზარდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი – 34-მდე გაიზარდა. ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი აცხადებს, რომ რუსებმა“კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 მათგანი ჩამოაგდეს. „ოთხი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. თავდასხმის დროს ისინი ყველა სახლში …
ნახვა »