პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ის 31 მაისს ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი …

ნახვა »

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი – სწორია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ეს აგრეთვე მოითხოვდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არ არის პოზიტიური რამ, მაგრამ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე. ელჩმა აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, …

ნახვა »

ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს დემარშის მიზნით ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეხვდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდებიან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით. შეხვედრა დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული. ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.

ნახვა »

გიორგი გახარია – 2 წლის წინ, ჩვენ ვთქვით, რომ „ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ“. დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს

საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პარტიის დაფუძნებიდან 2 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს. „დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან. დღეს, უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა. მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და …

ნახვა »

პუტინის განცხადებაში გაკვირვება, რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან, მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსს მოქალაქეებს, რომ ისინი საქართველოში შემოსულიყვნენ, ტურისტულად ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ. – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ “პოლიტიკური მანიპულაცია” უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს, რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციასთან არანაირი მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. „ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ “ქართული ოცნება“ ქართულ პოლიტიკას ატარებს – პირველ რიგში, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენი ქვეყნის …

ნახვა »

უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელწოდება “გრუზია” უნდა ჩანაცვლდეს სახელით “ Сакартвело”

უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, უკრაინულ ენაზე საქართველოს სახელწოდება აღარ იქნება “გრუზია” და მას – “საქართველო” ეწოდება. კანონპროექტი რადაში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაარეგისტრირეს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ოფიციალური თბილისი უკვე თითქმის 15 წლის განმავლობაში არწმუნებს თავის საერთაშორისო პარტნიორებს უარი თქვან სახელწოდებაზე “გრუზია”, რომელიც რუსიფიცირებულად …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მედიაში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, რომელზედაც ის სპორტდარბაზი იმყოფებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს. მისი თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოსურათები, სადაც აუზზე იმყოფება, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო. „26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები. …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა… იწყება გაუთავებელი – „მე პირველი ვარ, შენ მეორე“

დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა… იწყება გაუთავებელი – „მე პირველი ვარ, შენ მეორე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორის ფორუმზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს დიასპორის ფორუმზე, სკამი პროტოკოლის დარღვევით დაუდგეს. …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – თუ ბოლო 30 წელიწადში ვინმემ რაიმე გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საკითხში, ვგულისხმობ ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“

თუ ბოლო 30 წელიწადში ვინმემ რაიმე გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საკითხში, ვგულისხმობ ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. „თუ ბოლო 30 წელიწადში ვინმემ რაიმე გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი წინაპრების …

ნახვა »

პრეზიდენტის 26 მაისის ოფიციალური მიმართვა და ხელისუფლების კრიტიკა ანტიდასავლური პოლიტიკის გამო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღეზე ოფიციალური მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. პრეზიდენტის გამოსვლა სრულად: “დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების დღე. და თქვენ ამ ფიცით, საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას უცხადებთ. დღეს თქვენ საქართველოსჯარს უერთდებით. ჯარს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია. დღეს, თქვენი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია