პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული სამი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის …

ნახვა »

ლევან იოსელიანი – ზურა ჯაფარიძეს მოვუწოდებდი, ვიდრე განცხადებებს გააკეთებს, დაფიქრდეს ეს რითი მთავრდება, საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ ამ რადიკალიზმზე უფრო გამარჯვებული გამოდის

მგონია, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს და ზურა ჯაფარიძეს მოვუწოდებდი, რომ ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებს, დაფიქრდეს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რითი მთავრდება, მთავრდება იმით, რომ „ქართული ოცნება“ ამ რადიკალიზმზე მერე უფრო გამარჯვებული გამოდის, რადგან ყველას დემონიზება ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. ლევან იოსელიანმა შეაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე

კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კუბილიუსი პირადად არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მეორე ფრონტის …

ნახვა »

ანდრიუს კუბილიუსი -კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, კობახიძემ დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის საუბრის ტონი ევროპული კულტურისთვის შეუსაბამოა. „ის ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და საზიანოა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის შესახებ გაკეთებული …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ირაკლი ღარიბაშვილის …

ნახვა »

პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა

83-ხმით ერთხმად – პარლამენტმა, მესამე მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება. მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი კვლავ არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეგლამენტის პროექტით, ცვლილებები გარდამავალ დებულებებში აისახა, რაც იმას ნიშნავს, რომ …

ნახვა »

ლიზ ტრასი: ახალ ეპოქას ვიწყებთ ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში – ღმერთო, დაიფარე მეფე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ლიზ ტრასმა პატივი მიაგო გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს და მხარდაჭერა და ლოიალობა გამოუცხადა ახალ მონარქს. „ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა ისურვებდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო, დაიფარე მეფე“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასის თქმით, დედოფლის ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი …

ნახვა »

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით საყოველთაო-სახალხო განხილვების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით საყოველთაო-სახალხო განხილვების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. ჟურნალისტებთან საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებასაც იღებს, მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესზე არ იყოს მორგებული. „ის, თუ …

ნახვა »

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემს „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე, ამოცანა მაქვს, მათი რაოდენობა გავზარდო

ჩემს „ტელეგრამ“ არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, რომ წამოვიდნენ და ქუჩაში პროტესტი და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცეებზე გამოთქვეს მზაობა, რომ გააკეთონ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მასშტაბური აქციების დროს იყო პრობლემები და ამის მიზეზი იყო, რომ ორგანიზატორები რაღაცებზე ვერ …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია, მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს

მწამს, რომ პარტნიორობისა და ერთობის ძალას ვერაფერი შეარყევს. საქართველო მომავალშიც ღირსეულ და საიმედო პარტნიორობას გასწევს ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების სფეროში, რამეთუ მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია