„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. „არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების …
ნახვა »საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის ვიცე-პრემიერი ეწვევა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით, 30-31 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი ესტუმრება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ვიზიტის მიზანია სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ურთიერთობების განვითარება საქართველოს მთავრობის სხვა შესაბამის უწყებებთან და სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების …
ნახვა »„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 36 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო
ბევრი ადამიანია, რომელმაც ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღო, მაგრამ დღეს დღის ბოლომდე ყველა ვერიფიკაციის კოდს მიიღებს , – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 36 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. „არჩევნებში 36 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნები გრძელდება და ხვალ დილით …
ნახვა »ირაკლი ზარქუა: ღირსეული დასასრული აქვს „ნაცმოძრაობას“, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსეული დასასრული აქვს, როდესაც ლევან ხაბეიშვილი იქნება პარტიაში ცვლილების სიმბოლო. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაზიანდა და დაზარალდა. ჯერ ისედაც ხომ გაკოტრებული იყო და ახლა ცვლილება, როგორც ამას პარტიაში უწოდებენ, შეიძლება შემოიტანოს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა. ჩანაწერები, ერთმანეთის მოსმენა, კომპრომატები, შანტაჟი – ეს იყო მათი …
ნახვა »კობა ნაყოფია – არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, პირველადი სიიდან ამოღებულია მხოლოდ 118, მათ შორის იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და პარლამენტის ზოგიერთი წევრიც
“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩვენებზე დარეგისტრირებული ადამიანებიდან მოიხსნა 118 ადამიანი, მათ შორის იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრებიც. ნაყოფიას თქმით, საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანის ინდენტიფიცირება მოხდა და საარჩევნო პროცესი კარგად მიმდინარეობს. „დარეგისტრირებული იყო 49 756 ადამიანი, თუმცა შემდეგ გაფილტვრის ჯგუფმა იმუშავა და …
ნახვა »ბაჩო დოლიძე: არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან – ერთ-ერთია ვანო მერაბიშვილი
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ფარულია და აბსურდია, თითქოს წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე რაღაცის პროგნოზირება შეიძლება. მისივე თქმით, ვინც არ უნდა გახდეს თავმჯდომარე, პარტიიდან არავინ არავის გაგდებას აპირებს. „არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავინ არსად წასვლას არ აპირებს. გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს 60 …
ნახვა »სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ
საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს. “რუსეთის გარდა …
ნახვა »ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია – მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები
ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხოს იმ შეშფოთებებს, რომლებიც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული, – აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში. სტრასბურგში 2022 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდზე მომზადებული მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის ანგარიში გავიდა. ანგარიშში საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის …
ნახვა »ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, 15 წელია, გაწყვეტილია, რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან არ არსებობს
კინზინგერის პროპაგანდისტური გზავნილები გვიჩვენებს, რომ მას ფაქტობრივი მდგომარეობა არ აინტერესებს, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, 15 წელია, გაწყვეტილია. ამიტომ საქართველოში რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან მსგავსი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც კინზინგერი …
ნახვა »ადამ კინზინგერი – საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ელჩი
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“ – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.
ნახვა »