ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გულითადად გილოცავთ ახალ წელს – როშ ჰაშანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქგვერდზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ამაყობს. „ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური …
ნახვა »მარტვილში ჭყონდიდობას აღნიშნავენ
დღეს ჭყონდიდობაა. დავით აღმაშენებლის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან, მარტვილის მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი შეამკო. მთელი დღის განმავლობაში, განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებულ თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული …
ნახვა »ვარკეთილში პიტბულმა 3 ადამიანი დაგლიჯა
ვარკეთილში პიტბულმა 3 ადამიანი დაგლიჯა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად ძაღლი ჯერ პატრონს დაესხა თავს, შემდეგ კი მეზობლებს, რომლებმაც დახმარება სცადეს. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები, ძაღლი კი ლიკვიდირებულია.
ნახვა »ქედაში ტურისტული ავტობუსისა და მიკროავტობუსის შეჯახებას ტურისტები ემსხვერპლნენ
ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილია ორი ადამიანი. ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდა ამისა, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. ადგილობრივების თქმით, კიდევ ორ ადამიანს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება. …
ნახვა »პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 22 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა
ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Forbes.ru რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ერთი დღით ადრე ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე, რუსეთიდან საქართველოში შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 1 261 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, …
ნახვა »წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – 22-25 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში …
ნახვა »კახა კალაძე – დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს
დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების თვალსაზრისით და აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურ მუშაობას, არასამთავრობო სექტორთან …
ნახვა »დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია. ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა რისკჯგუფებისთვის უფასო იქნება. …
ნახვა »ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციამ მძევლები უკვე გამოკითხა. „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ნახვა »ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია
კაცი, რომელმაც ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა დაკავებულია. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
ნახვა »