პოლიტიკა

სპორტი

მსოფილოს და ქართული სპორტის ყოვედღიური სიახლეები | ახალი ამბები | ნიუსები

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი – „ბაკურიანი 2023“ დასრულდა

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი – „ბაკურიანი 2023“ დასრულდა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სრულად იყო მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებმაც უზრუნველყვეს „ბაკურიანი 2023“-ის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრეთვე, უცხოელი ვიზიტორების, დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას. დაცვის …

ნახვა »

ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა უზბეკეთში კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა. 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ქართველმა ფინალში ჯერ – ვაზარით, ხოლო შემდეგ შებოჭვით ავსტრიელი ფარა დაამარცხა …

ნახვა »

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა, 31:7 დაამარცხა და 19 მარტს პორტუგალიის წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის გარდა, „ბორჯღალოსნებმა“ მეთექვსმეტედ მოიპოვეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) …

ნახვა »

კობი ბრაიანტის ქვრივი 28.5-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს

NBA-ის ვარსკვლავის, კობი ბრაიანტის ქვრივი ვანესა ბრაიანტი ლოს-ანჯელესის ოლქისგან $28.5-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს, 2020 წელს ავიაკატასტროფის ადგილზე კალათბურთელის ცხედრისთვის გადაღებული ფოტოების უნებართვოდ გავრცელების გამო. The New York Times-ის ცნობით, ამ თანხაში შედის $15-მილიონიანი კომპენსაცია, რომელიც ვანესა ბრაიანტს გასული წლის აგვისტოში, სამოქალაქო სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიენიჭა. შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც „ლოს-ანჯელეს …

ნახვა »

მატჩამდე 25 დღით ადრე – საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 25 დღით ადრე გაყიდულია, – ინფორმაციას ეროვნული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 28 მარტს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში. ვილი სანიოლის გაწვრთნილები ნორვეგიას ევრო 2024 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში დაუპირისპირდებიან. მატჩი 28 მარტს ბათუმში გაიმართება. მანამდე, …

ნახვა »

შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე გლაზგოში ლეგენდების მატჩზე მიიწვიეს

შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე გლაზგოში საქველმოქმედო მატჩზე მიიწვიეს, რომელიც „აიბროქსზე“ გაიმართება და ერთმანეთს „რეინჯერსისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები შეხვდებიან. „აიბროქსზე“ ლეგენდების ნაკრებში ლუიშ ფიგუ, ნვანკვო კანუ, რობინ ვან პერსი, ჯეკ უილშირი, რობი ფაულერი, იაპ სტამი, ჯო კოული, მაიკლ ესიენი, პოლ სქოულზი და სხვები ითამაშებენ. რაც შეეხება „რეინჯერსს“ – ბარი ფერგიუსონი უხელმძღვანელებს გუნდს, რომელშიც იქნებიან ჯერმენ დეფო, კრის ბოიდი, მაიკლ მოლსი, საშა პაპაკი, იორგ ალბერტცი, …

ნახვა »

ლუკა ლოჩოშვილის კომენტარი FIFA-ს ჯილდოზე

ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი ფიფა-ს ორგანიზებით მიმდინარე გალა-საღამოს ერთ-ერთი გმირი გახდა – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს საგანგებო ჯილდო გადასცეს. სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრიზის ნომინანტები, საქართველოს ნაკრების და იტალიური „კრემონეზეს“ მცველთან ერთად, ედუარდო კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბაიერნი“) იყვნენ, მაგრამ ჟიურიმ ქართველის საქციელი ყველაზე მეტად დააფასა. ლუკა იტალიის ჩემპიონატის მორიგი …

ნახვა »

ისტორიული შედეგი – საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

ისტორიული შედეგი – საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს 26.02.2023 – თარიღი რომელიც ქართული კალათბურთის ისტორიულ შედეგს შემოინახავს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. 26 თებერვალს ჩვენმა გუნდმა „თბილისი არენაზე“ ისლანდიას უმასპინძლა და ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. ჯგუფში შექმნილი სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ისლანდიას 4 ქულით გამარჯვება …

ნახვა »

ისტორიული მატჩის წინ – რა ვითარებაა ისლანდიასთან დაპირისპირებამდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საუკუნის მატჩის წინ გენერალური ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს არსებობის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს. ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, რომელიც თბილისი არენაზე 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება, ისლანდიის დამარცხება სანუკვარ შედეგს მოუტანს.  მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ რა სიტუაციაშია …

ნახვა »

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანს ეწვია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღეები ბაკურიანში წარმატებით მიმდინარეობს. კოხტა და დიდველი ყოველდღიურად რამდენიმე ღონისძიებას პარალელურ რეჟიმში მასპინძლობს და ბაკურიანი მსოფლიო სპორტის ყურადღების ცენტრშია. ყველაზე რეიტინგული სპორტსმენები დაუვიწყარ სანახაობას მართავენ და სპორტის გულშემატკივრებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ჩუქნიან. ბაკურიანის შეჯიბრებები, მსოფლიოს მასშტაბით, 23 საერთაშორისო არხზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია