პოლიტიკა

Blog Layout

FIFA-მ თურქეთისა და სირიის დასახმარებლად $1 მილიონი გამოყო

FIFA-მ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 1 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს განაცხადებით, მან კონსულტაციები თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან (TFF) და სირიის ფეხბურთის ასოციაციასთან (SFA), ასევე „საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან“ გაიარა. „დახმარება გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული ნივთების შესაძენად, ასევე გადაუდებელი და …

ნახვა »

გიული ალასანია სააკაშვილზე – ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?

რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.“ მისივე …

ნახვა »

სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. საელჩოს თანახმად, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი …

ნახვა »

მაკრონი – უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს

უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მაკრონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის და თქვა, რომ მზად არის გაჭიანურებული ომისთვის. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევა, მოკავშირეების მხარდაჭერით, ერთადერთი გზაა რუსეთის …

ნახვა »

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია – ვიდეო

მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პანელი „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართა. პანელში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.  

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად.„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ისტორიულ …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი: 2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო

2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს მშვიდობიანი გეგმა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.„მშვიდობას ალტერნატივა არ …

ნახვა »

რომან გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

რომან გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ ის „ფეისბუქში“ წერს. „მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, – წერს გოცირიძე.

ნახვა »

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა. მათივე ცნობით, მათ შორის თურქეთში სტიქიას 39 672 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი 5 800. ძლიერმა ბიძგებმა თურქეთში 264 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა.

ნახვა »

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში – წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, – ამის შესახებ ინფორამაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული. „მოსალოდნელმა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია