პოლიტიკა

Classic Layout

საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა

საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს. პრაისის თქმით, დიპლომატი საქართველოში ვიზიტის დროს ხაზს გაუსვამს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია.

ნახვა »

თურქეთში, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა- ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.  მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი.  მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.  მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა, ან მსხვერპლი, ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ნახვა »

სალომე სამადაშვილი – ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ

ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ, პარტია „ლელომ“ და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად, რათა შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, პოლიტიკური და სამართლებრივი აქტის განხორციელება საქართველოს პარლამენტში. „მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ …

ნახვა »

საზარელი ორმაგი დანაშაული თბილისში – კაცი შშმ მოზარდზე სექსუალურად ძმის თვალწინ ძალადობდა

11 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონასთან ამ დრომდე ფსიქოლოგების ჯგუფი მუშაობს. მოზარდი მამინაცვლის მხრიდან თვეების განმავლობაში სექსუალურ, ხოლო ბიოლოგიური დედის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა. თბილისის ერთ-ერთ რაიონში მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო ახლა განსასჯელთა სკამზე 30 წლის მამაკაცი და 50 წლის ქალი ზის, თუმცა ძალადობის მსხვერპლის დედა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. …

ნახვა »

მატჩამდე 25 დღით ადრე – საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 25 დღით ადრე გაყიდულია, – ინფორმაციას ეროვნული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 28 მარტს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში. ვილი სანიოლის გაწვრთნილები ნორვეგიას ევრო 2024 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში დაუპირისპირდებიან. მატჩი 28 მარტს ბათუმში გაიმართება. მანამდე, …

ნახვა »

2022 წელს CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა

გასულ წელს CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა, წიაღისეული საწვავის მოხმარების გაგრძელებამ კი მსოფლიო კვლავ გლობალური დათბობის საფრთხის გზაზე დააყენა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2022 წელს ენერგიასთან დაკავშირებული ემისიები 0.9%-ით გაიზარდა და 36.8 მილიარდ მეტრიკულ ტონას გადააჭარბა. საინტერესოა, რომ აღნიშნული ზრდის პარალელურად, ევროპასა და ჩინეთში ინდუსტრიული წარმოება მნიშვნელოვნად შემცირებულია. …

ნახვა »

წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში $340 000-ის არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში “წითელი ხიდი“ და “თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 339 957 აშშ დოლარი და 1 470 ლირა გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი …

ნახვა »

ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ მიერ ინცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კვლავ შეეხო ამ საკითხს და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტები აშშ-ის კანონმდებლობისგან განსხვავდება. „შეშფოთებული ვრჩებით „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონპროექტის გამო. კერძოდ იმის გამო, რომ ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმებისა და …

ნახვა »

კანზას სითიში რუსეთის დახმარებისთვის აშშ-ის 2 მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ აქსელროდის განაცხადებით, კანზას სიტიში აშშ-ის ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის ფედერაციის დახმარებისთვის. ისინი აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევით რუსეთში საავიაციო ტექნოლოგიების გაგზავნაში არიან ბრალდებულები.  Reuters-ი წერს, რომ ამ საქმეზე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი FBI-სა და იუსტიციის სამინისტროს პროკურორებთან თანამშრომლობს. “კირილ ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალად ედებათ აშშ-ის ექსპორტის კანონების …

ნახვა »

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს

აშშ დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ გააკეთა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემები, რომელთა სროლაც „ჰაიმარსებით“ არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და დაჯავშნული ტექნიკა გასაშლელი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია