ტაილანდში სპილოების ეროვნული დღესასწაული გაიმართა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ცნობისთვის, სპილო ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს და ის ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილადაა მიჩნეული. დღესასწაული ქვეყნის მასშტაბით 1998 წლიდან აღინიშნება. ტროპიკული ბაღების პრეზიდენტის თქმით, მთელი მსოფლიო უნდა გაუფრთხილდეს სპილოებს, რადგან, ახალი კვლევების თანახმად, ტურისტებისა და დიდი ოდენობით ტვირთის გადასატანად მათი გამოყენება დაუშვებელია. „ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვუაროთ …
ნახვა »ჯეიმს უებმა მომაკვდავი ვარსკვლავის ფოტო გადაიღო
კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს უები“ მომაკვდავი ვარსკვლავის WR 124 ფოტო გადაიღო, რომელიც სუპერნოვად გადაქცევის ზღვარზეა. WR 124 ვოლფ-რაიეს სტადიაშია და დედამიწიდან 15 ათასი მზის წელიწადის მანძილზე, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ის მზეზე 33-ჯერ მასიურია. ვოლფ-რაიეს ფაზა მასიური ვარსკვლავების ევოლუციის ერთ-ერთი ფინალური ეტაპია. ასეთი ვარსკვლავები ირმის ნახტომში ბევრი არ არის, რადგან ვოლფ-რაიედ მხოლოდ გარკვეული …
ნახვა »ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაძლოა TikTok-ი აიკრძალოს
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ითხოვს, რომ TikTok-ი სხვა მესაკუთრეზე გაიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მობილური აპლიკაციის მოხმარება ქვეყანაში აიკრძალება. ამჟამად TikTok -ი ჩინური კომპანიის, ბაიტ-დენსის მფლობელობაშია. ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ აპლიკაციის გამოყენებით ჩინეთს მილიონობით ამერიკელის პირად მონაცემებზე მიუწვდება ხელი, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს. BBC-ის ინფორმაციით, TikTok-ის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ სხვა მფლობელზე …
ნახვა »ხათუნა სამნიძე – ვადამდელი არჩევნების ახლა მოთხოვნა არის არასწორი, პოლიტიკური სიბეცეც, დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს 12 პუნქტი
ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ დღეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არასწორად მიაჩნია. მისივე თქმით, ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება. „ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ახლა მგონია არასწორი, პოლიტიკური სიბეცეც, რადგან დღეს ნომერ პირველი არჩევანი და პრიორიტეტი უნდა იყოს 12 პუნქტი. იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას აჩვენებს პოლიტიკური პროცესი, …
ნახვა »პოლონეთში გამოავლინეს ჯაშუშური ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობდა
პოლონეთში ჯაშუშთა ქსელი გამოავლინეს, რომელიც რუსეთზე მუშაობდა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, RFM-მ ოთხშაბათს პოლონურმა სპეცსამსახურებმა ექვსი ადამიანი დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი დივერსიულ საქმიანობას გეგმავდა. “მინდა ხაზი გავუსვა იმ დიდ წარმატებას, რომელსაც მიაღწიეს შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა, რადგან მთელი ჯაშუშური ქსელი …
ნახვა »“მასალებს მივაწვდით სანქციებზე” – 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ სტრასბურგში შეხვედრები გამართა
გირჩი – მეტი თავისუფლების, დროას, სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრები გამართეს. პარტიების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში რამდენიმე შეხვედრა გამართეს, რომლებზეც მთავარი საკითხი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და ბარიერები იყო, რომლებიც ამ პროცესს თან ახლავს. დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, გარდა კონკრეტული გამოწვევებისა, ევროპარლამენტარებთან სანქციების საკითხიც …
ნახვა »„ნაპოლი“ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში
ფაქტები * „ნაპოლი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. * ვიქტორ ოსიმჰენი პირველი ფეხბურთელია „ნაპოლიდან“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის რაუნდის ორივე მატჩში გაიტანა. * ოსიმჰენს 2023 წელს 14 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. * პირველად ბოლო 17 წელიწადში იტალიას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი გუნდი ეყოლება. ბოლო ორი სეზონი იტალიის არცერთი …
ნახვა »საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე …
ნახვა »მამუკა მდინარაძე – არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი
არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება. „საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება სააკაშვილი და მისი ქმედებები, …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს. ტელეგრამარხში ერმაკი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს აფეთქება, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მფრინავის კატაპულტირების მცდელობა. რუსული ბომბდამშენის, „სუ-24“-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის სახმელეთო ძალების 93-ე მექანიზირებული ბრიგადის წარმომადგენელიც. რუსულ მხარეს „სუ-24“-ის დაკარგვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ნახვა »