უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიისგან განახლებულ ინფორმაციას მიიღებს. „ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, …
ნახვა »მოსამართლე – მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, სადაც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ …
ნახვა »პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა
პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე გააკეთა. მისი თქმით, პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. ფოტო: ipn.ge
ნახვა »ისტორიული ფაქტები მუჰაჯირობასა და მუჰაჯირებზე
მოდი, თვალი გადავავალოთ მეცხრამეტე საუკუნის ისტორიას და იმ მოვლენებს, რომლებზეც მემატიანეები ალაპარაკდნენ უკვდავყოფილ ფურცლებზე. აუცილებლად გაგვიჩნდება სურვილი , შევჩერდეთ იქ, სადაც ვაწყდებით ინფორმაციას მუჰაჯირობასა და მუჰაჯირებზე. მუჰაჯირობა კავკასიელი ხალხის იძულებით გადასახლებას ნიშნავს. ეს პროცესი დაკავშირებულია ისტორიულ მოვლენებთან, როგორებიცაა, რუსეთ-ოსმალეთის ომები, კავკასიის ასწლიანი ომი და ა.შ მკვლევართა დიდი ნაწილი მუჰაჯირობის დაწყების …
ნახვა »ევროკავშირის ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. გადაწყვეტილების ფორმალიზება ხუთშაბათს ბრიუსელში ევროპული საბჭოს ლიდერების სამიტზეა მოსალოდნელი. “განსაკუთრებით მოხარული ვარ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით და ასეთ რთულ პერიოდში უკრაინის რეფორმების ძალისხმევის აღიარებით. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის …
ნახვა »უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში, ბახმუტთან დაიღუპნენ. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩოც. უკრაინაში რუსეთის ომს 24 თებერვლიდან დღემდე უკვე 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ნახვა »ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) – ქართველი, რომელმაც საბალეტო ხელოვნება ოკეანის გადაღმა ჩაიტანა
“ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი. იმიტომ, რომ მე ვასწავლე ამერიკას ბალეტი”, − ეს სიტყვები ეკუთვნის ჯორჯ ბალანჩინის, გიორგი ბალანჩივაძეს − ქართველს, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში საბალეტო ხელოვნება ამერიკას გააცნო. გიორგი ბალანჩივაძე 1904 წლის 22 იანვარს, იმდროინდელ პეტროგრადში დაიბადა. 1918 წლის რევოლუციურ პეტროგრადში …
ნახვა »ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ამ ეტაპზე კონსენსუსი მიღწეული არ არის და დამატებითი შეხვედრა გაიმართება
პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის. როგორც ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დამატებითი შეხვედრა გაიმართება. „საერთო განწყობაა, რომ მოხდეს შეთანხმება, რადგან სახალხო დამცველის …
ნახვა »ლეგენდარული იაპონელი რეჟისორი და ანიმატორი ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციით ბრუნდება
ლეგენდარული იაპონელი რეჟისორი და ანიმატორი ჰაიაო მიაძაკი ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციით ბრუნდება. ანიმაცია, სახელად How Do You Live? იაპონიაში 2023 წლის 14 ივლისს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია Studio Ghibli-ის ოფიციალურმა ტვიტერმა გაავრცელა. ახალი ანიმაცია მიაძაკიმ პირველად რამდენიმე წლის წინ დააანონსა და მას შემდეგ ფანები რეჟისორის ახალ ნამუშევარს სულმოუთქმელად ელოდნენ. მიაძაკის ბოლო სრულმეტრაჟიანი ანიმაცია The …
ნახვა »ევროკომისია, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, უკრაინისთვის 30 მილიონამდე LED ნათურას დააფინანსებს
ევროკომისია, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, უკრაინისთვის 30 მილიონამდე LED ნათურას დააფინანსებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს. „ჩვენ დავაფინანსებთ 30 მილიონამდე LED ნათურას უკრაინისთვის, ძვირფასი ენერგიის დაზოგვისთვის. როდესაც 50 მილიონი ასეთი ნათურა განლაგდება ჩვენს პარტნიორებთან, ეს დაზოგავს 1 გიგავატს – ატომური სადგურის წლიურ გამომუშავებას! სიბნელის დროს ჩვენ …
ნახვა »