პოლიტიკა

editor

2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს. ასეთი შედეგის მისაღწევად იგეგმება: “პრეზიდენტის ნამდვილი მხარდამჭერების მობილიზაციით, ადმინისტრაციული და კორპორატიული მობილიზაციით, ელექტრონული ხმის მიცემით.” წყაროს ინფორმაციი, ამისთვის “პოზიტიურ ფონად” ფორუმ-გამოფენა “რუსეთი” უნდა იყოს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნება და “ბოლო …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინის თქმით, გასული წლის გაზაფხულზე რუსული ჯარის კიევიდან უკან დახევა სთხოვეს და შეასრულა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, მას გასული წლის გაზაფხულზე რუსული ჯარის კიევიდან უკან დახევა სთხოვეს და მან ეს შეასრულა. „ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო ამ ხელშეკრულების პროექტი, მაგრამ ჩვენი ჯარების კიევიდან გაყვანის შემდეგ. ჩვენ გვთხოვეს ამის გაკეთება, რათა შეგვექმნა პირობები საბოლოო ხელშეკრულების დასადებად, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა წინა შეთანხმებაზე“, – განაცხადა …

ნახვა »

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 16 და 20 ივლისს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. „როგორც …

ნახვა »

სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და ორგანიზებული მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, 8 უკვე დაკავებულია, ორ მათგანზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული

აგვისტოს ომის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს კუდის მაღალჩინოსნების დაკვეთით სპეცრაზმმა სასტიკად სცემა, ბათუმიდან გურიის მიმართულებით გაიტაცა და კალაშნიკოვის ავტომატებით ჩაცხრილა. სასტიკად ნაწამებ სამხედრო მოსამსახურეს ჯამში 40 ტყვია ესროლეს. 15 წლის შემდეგ საქმე გახსნილად გამოცხადდა. როინ შავაძის წამებისა და ორგანიზებული მკვლელობის საქმეზე სისხლის …

ნახვა »

კელი დეგნანს რობინ დანიგანი ჩაანაცვლებს

აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი კელი დეგნანს ჩაანაცვლებს. დანიგანს მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი ასევე მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის …

ნახვა »

სი ძინპინი – საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. სი ძინპინის თქმით, საქართველო ჩინეთის  მეგობარი და კარგი პარტნიორია. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისადმი არ შეიცვლება. „მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზოლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზოლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე.” ის აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის. „ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით

ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრაზილიურ „გლობალ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონს და აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს. უკრაინის პრეზიდენტის …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი ხელს შეუწყობს რუსული საქონლის მიწოდებას აფრიკაში

ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი ხელს შეუწყობს რუსული საქონლის მიწოდებას აფრიკაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი აქტიურად არის ჩართული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ნაკადების გადამისამართებით გლობალური სამხრეთის, რა თქმა უნდა, აფრიკის სახელმწიფოებისკენ. „საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ, მიზნად ისახავს რუსული საქონლის წვდომას სპარსეთის ყურესა …

ნახვა »

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი სოფელი ანდეზიტი (დაბა ბაკურიანი) იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია