პოლიტიკა

მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ხარკოვში უნივერსიტეტის შენობა დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვში, უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. „გამოძიებამ შეისწავლა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიივსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლესი განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი“, …

ნახვა »

ბრიტანეთი უკრაინას 10 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს

ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უახლოეს პერიოდში უკრაინას ათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს. მათივე განმარტებით, ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტებზე გამართული დისკუსიების შესახებ ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის უკან მთელი მსოფლიო დგას და მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მებრძოლები შეძლებენ პუტინის ძალების მიერ წართმეული …

ნახვა »

მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

ცნობილი მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა ჯორჯ დეჯორჯომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში დანაშაული აღიარა. როგორც ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ჯორჯ დეჯორჯო ამბობს, რომ სცოდნოდა, დაფნე კარუანა გალიცია ვინ იყო, მკვლელობისთვის გაცილებით დიდ თანხას მოითხოვდა. „რომ მცოდნოდა, 10 მილიონს მოვითხოვდი და არა 150 000-ს. ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო, ბიზნესი, როგორც ყოველთვის. რა …

ნახვა »

კიევის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა

კიევის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა. ტელეგრამარხებით, ვრცელდება ცნობები, რომ აფეთქებების ხმა გაისმა კიევთან ახლოს, ქალაქ ბელაია ცერკოვში, ასევე, ქალაქ ხარკოვში და სუმის ოლქის ქალაქ შოსტკში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყო ჩართული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ცნობები არ ვრცელდება. …

ნახვა »

რა თანხა სჭირდება უკრაინის აღდგენას? – პრემიერ-მინისტრის განცხადება

შვეიცარიაში, “უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განცხადა, რომ უკრაინის აღდგენის გეგმას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება. “ვინ უნდა გადაიხადოს აღდგენის გეგმა, რომელიც უკვე 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული? მიგვაჩნია, რომ აღდგენის მთავარი წყარო რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს სისხლიანი ომი გააჩაღა. მათ გამოიწვიეს …

ნახვა »

ბაიდენმა ჩიკაგოსთან სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. „მინდა, წუთიერი დუმილით მივაგო პატივი ილინოისში მოკლული ექვსი ადამიანის ხსოვნას. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნახვა »

სროლა ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე – არის მსხვერპლი

ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე სროლა იყო. მოკლულია ექვსი ადამიანი, დაიჭრა 24. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, აღლუმზე სროლის ხმა მისი დაწყებისთანავე გაისმა. ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. …

ნახვა »

გვალვა იტალიაში და საგანგებო მდგომარეობა

იტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ბოლო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი გვალვა არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი მოქმედებს ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში. მედიის ცნობით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა. …

ნახვა »

Meta ციფრული საფულის სერვისს აუქმებს

კომპანია Meta-მ გადაწყვიტა ციფრული საფულის პროექტი დახუროს, ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. Novi ფუნქციონირებას ოფიციალურად 1 სექტემბრიდან შეწყვეტს. Novi არის ფულის გადარიცხვის სერვისი, რომელიც დაფუძნებულია კომპანიის ციფრულ საფულეზე. პროექტი მეტავერსის ნაწილი უნდა გამხდარიყო. მანამდე პროექტს აშშ-ის კონგრესი აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტების ფასების შემცირების ფონზე, კომპანიამ გადაწყვიტა მოიშოროს Novi. თავის მხრივ Novi მომხმარებლებს ურჩევს, რაც შეიძლება მალე გამოიტანონ თანხები. ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ Novi-ს მუშაობის ბოლო დღის შემდეგ …

ნახვა »

რომის პაპ ფრანცისკეს მოსკოვსა და კიევში ჩასვლა სურს

რომის პაპი ფრანცისკე იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე თვეში კანადაში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვსა და კიევში ჩასვლას შეძლებს. აღნიშნულის შესახებ მან სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პონტიფიკოსმა აღნიშნა, ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პეტრო პაროლინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო. აღსანიშნავია, რომ რომის არც ერთი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია