პოლიტიკა

მსოფლიო

უკრაინელი მედიკოსის თქმით, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ

უკრაინელი მედიკოსის, 53 წლის იულია პაიევსკაიას თქმით, სამი თვის განმავლობაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ. პაიევსკაია, რომელიც რუს და სეპარატისტულ ძალებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი, ამბობს, რომ გამტაცებლები მას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად აწამებდნენ. “ხუთი დღის განმავლობაში საჭმელი არ მქონდა. გამუდმებით გეუბნებიან, რომ შენ ხარ ფაშისტი, ნაცისტი,” – თქვა …

ნახვა »

ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს ტოვებს

გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს. ამასთან, გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება. „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის შესარჩევი კონკურსი ზაფხულში გაიმართება და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში, პარტიის კონფერენციისთვის ეყოლება. BBС-ის ინფორმაციით, ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადებას დღეს მოგვიანებით გააკეთებს. …

ნახვა »

Stranger Things-ის სამყაროზე ძმები დაფერები ახალ სერიალს გადაიღებენ

Stranger Things ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული პროექტია, რომლის მეოთხე სეზონმაც მაყურებლის მოლოდინს გადააჭარბა. სერიალი მეხუთე სეზონით დასრულდება, თუმცა ამ იდუმალებით მოცულ სამყაროსთან საბოლოოდ გამომშვიდობება არ მოგვიწევს, რადგან მისი შემქმნელები, ძმები დაფერები ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. ფანებმა ივარაუდეს, რომ ახალი სერიალი ილევენზე ან ფანების ფავორიტ სტივზე იქნებოდა, თუმცა დაფერებმა …

ნახვა »

ცნობილმა რუსულმა ჯგუფმა ანტისაომარი კლიპი გამოუშვა და ქვეყანა დატოვა

ცნობილმა რუსულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, LITTLE BIG, უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ დაგმო ღიად — ამჯერად, სიმღერით და მასზე გადაღებული კლიპით. ამასთან, ბენდმა ქვეყანაც დატოვა და, გავრცელებული ცნობით, ამჟამად ლოს-ანჯელესში იმყოფებიან. სიმღერა, სახელწოდებით Generation Cancellation (“თაობის გაუქმება”), ისევე, როგორც მასზე გადაღებული კლიპი, სიმბოლოებითა და ალუზიებით მიმდინარე კონფლიქტს ეხმაურება. ამასთან, იუთუბზე ატვირთული ვიდეოს აღწერაში …

ნახვა »

„გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“

კუნძულ ზმეინიზე ხელახლა აღმართულ დროშაზე რუსული გემისთვის ახალი გზავნილია დატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესსამსახური სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს. მან სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა, სადაც რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი მაკსიმ მარჩენკო უკრაინის დროშაზე წარწერას აკეთებს. „გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“- წერია დროშაზე. ცნობისთვის, ოკუპანტებისგან …

ნახვა »

ოკუპირებულ ხერსონში მასშტაბური ხანძარია

ოკუპირებულ ხერსონში მასშტაბური ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია რკინიგზის სადგურთან მდებარე საწყობები.  ამ დროისთვის უცნობია, რა ინახებოდა საცავებში და რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ოლქის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ სალდო, ტელეეთერში დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ქალაქის დაბომბვის შესახებ იუწყებოდა.

ნახვა »

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიის ბოლოს დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც  რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინგემში 2-6 ივლისს გაიმართა. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია „ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო …

ნახვა »

ბორის ჯონსონი „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს ოფიციალური პირების თანხლების გარეშე შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ ის რუს ოლიგარქსა და „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს, თანაშემწეების გარეშე რამდენჯერმე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, პრემიერს ეს შეკითხვა პარლამენტში დაუსვეს, სადაც ის გუშინ კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობდა. „მე მას სულ რამდენიმეჯერ შევხვდი“, – განაცხადა ჯონსონმა. კანონმდებლების კითხვაზე, შეხვდა თუ …

ნახვა »

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას. ხელისუფლებიდან წასული საჯარო პირების განცხადებით, მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ, რომელსაც მთავრობა კრიზისში შეჰყავს. გუშინ თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა …

ნახვა »

რომის პაპი, ისტორიაში პირველად, ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსთა დანიშვნის პროცესში ხმის უფლებას ქალებს მისცემს

რომის პაპი ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსების დანიშვნის პროცესში ხმის უფლებას, ისტორიაში პირველად, ქალებს მისცემს. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „მე ღია ვარ, რომ ქალებს შესაძლებლობა მივცე. ახლა გვყავს ვატიკანის მერის მოადგილე ქალი. ეპისკოპოსთა კრებაში ეპისკოპოსების ასარჩევ კომიტეტში ორი ქალი პირველად დაინიშნება“,  – განაცხადა რომის პაპმა. კომიტეტის წევრები, რომლებიც …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია