პოლიტიკა

მსოფლიო

ჩინეთი და რუსეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ საჰაერო და საზღვაო წვრთნებს იწყებენ

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის საზღვაო ფლოტილა რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად იაპონიის ზღვაში წვრთნების გასამართად გაემგზავრა.  ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მათი თქმით, წვრთნების მიზანი “სტრატეგიული წყლის გზების უსაფრთხოების დაცვაა”. წვრთნები კოდური სახელწოდებით „ჩრდილოეთი/ინტერაქცია-2023“ მიმდინარეობს რაც ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მიანიშნებს. რუსეთის საზღვაო და …

ნახვა »

დედაქალაქ ათენში აკროპოლისი დაიხურა მაღალი ტემპერატურის გამო დაიხურა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისი დროებით დაიკეტა ვიზიტორებისთვის, რადგანაც სინტაგმას მოედანზე ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია, აკროპოლისის მიმდებარედ – 48 გრადუსს. საბერძნეთის წითელ ჯვართან ერთად მოხალისეები არიგებდნენ უფასო წყალს, ადგილზე მობილიზებული ჰყავდათ პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები. საბერძნეთის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან მოსალოდნელია სიცხის ინტენსივობის შემცირება, ხუთშაბათიდან კი ქვეყნის უმეტეს ნაწილში ტემპერატურა …

ნახვა »

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ქვეყანაში უხვი ნალექი სამი დღეა გრძელდება, რამაც მეწყერი გამოიწვია. ძლიერმა წვიმამ მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა. სტიქიის შედეგად გათიშულია ელექტროენერგია, ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ოფიციალური ინფორმაციით, 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, არიან დაშავებულებიც.

ნახვა »

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იტალიაში -15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს იტალიის სამხრეთ რეგიონებში მიაღწია, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქუჩაში გასვლისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი. მეტეოროლოგები მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურის 48.8 გრადუს ცელსიუსს პროგნოზირებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასეთმა მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინტის თქმით, კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ. ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობენ. „კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!” – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია არსებობას, როგორც საბრძოლო ერთეული. მისი …

ნახვა »

ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გაცვლიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლიან. უკრაინის პრეზიდენტმა ამით უპასუხა იმ მოსაზრებას რომ თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი …

ნახვა »

სერგეი ლავროვი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გამოჩენის ფაქტს დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განვიხილავთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა – ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ნატოელი სატელიტები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს ქმნიან და ეს სავსეა კატასტროფული შედეგებით. უკიდურესად სახიფათო განვითარების ერთი მაგალითია აშშ-ის გეგმები, კიევის რეჟიმს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს. მისი თქმით, მოსკოვმა ბირთვულ სახელმწიფოებს: შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და …

ნახვა »

ვილნიუსის ნატო-ს სამიტის კომუნიკე – უკრაინის მომავალი ნატოშია

ვილნიუსის ნატო-ს სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია. “ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) …

ნახვა »

ოლაფ შოლცი – არ ველი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე სიტუაციას ერთ დღეში შეცვლიან, თუმცა ისინი ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცი  არ ელის, რომ უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე მოცემულობის ერთ დღეში შეცვლას შეძლებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ. მან ამის შესახებ რუმინეთის პრემიერმინისტრ მარსელ ჩიოლაკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩიოლაკუმ კი აღნიშნა, რომ რუმინეთი კონფლიქტის დასრულებას უკრაინის კონტრშეტევით ელოდა, თუმცა, მოუწია გაეთვალისწინებინა უფრო ხანგრძლივი …

ნახვა »

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ვნუკოვოს“ აეროპორტზე საავიაციო თავდასხმას გეგმავდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ვნუკოვოს“ აეროპორტზე საავიაციო თავდასხმას გეგმავდნენ. მისი ინფორმაციით, დღეს მოსკოვზე და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, ამის გამო დროებით ფრენების შეჩერება მოუწიათ. „კიევის რეჟიმის მცდელობა მიიტანოს იერიში რაიონზე, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არის განლაგებული, მათ შორის აეროპორტი, რომელიც, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია