პოლიტიკა

მსოფლიო

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცის დაკავება საკასო აპარატებიდან თანხის ქურდობის ბრალდებით მოხდა. მას 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის ის 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პოლონეთის პოლიციაში ამბობენ, რომ დაკავებული თანხებს იპარავდა როგორც სასურსათო მაღაზიების სალაროებიდან, ისე ბენზინგასამართ სადგურებზე. მის კვალს დანაშაულის ჩადენის ადგილებზე …

ნახვა »

საფრანგეთში ათასობით ადამიანმა საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცება გააპროტესტა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარიზის ქუჩებში საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გასაპროტესტებლად ისევ ათასობით ადამიანი გავიდა. აქცია ამჯერად სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს და მანქანები გადაწვეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქციის ათობით მონაწილე დააკავეს. საპროტესტო აქციები პარიზსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ …

ნახვა »

თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას დაიწყებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას დაიწყებს, მაგრამ შვედეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. „გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის რატიფიცირება“, – განაცხადა ერდოღანმა ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ. ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თურქული პარლამენტი ფინეთის განაცხადს მხარს დაუჭერს 14 მაისის არჩევნებამდე. ნატოში ფინეთისა და …

ნახვა »

რუსეთის საგარეო უწყება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით. რუსეთი ამ ორგანოსთან არ თანამშრომლობს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული …

ნახვა »

ჰააგის სასამართლომ (ICC) პუტინის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ. კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და …

ნახვა »

მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ავდეევკაზე ავიაიერიშები განახორციელეს, დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ავდეევკაზე ავიაიერიშები განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ამ დროისთვის დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე საკმაოდ მაღალია, რადგან რუსეთს შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში 19 ხომალდი ჰყავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზღვის სანაპიროზე ძლიერი …

ნახვა »

სი ძინპინი 20 მარტს რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთში ჩავა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას როგორც კრემლი, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებენ. ეს იქნება ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რუსეთში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინმა მიიწვია. კრემლის განცხადებით, შეხვედრების დროს, …

ნახვა »

ტაილანდში სპილოების ეროვნული დღესასწაული გაიმართა

ტაილანდში სპილოების ეროვნული დღესასწაული გაიმართა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  ცნობისთვის, სპილო ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს და ის ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილადაა მიჩნეული. დღესასწაული ქვეყნის მასშტაბით 1998 წლიდან აღინიშნება. ტროპიკული ბაღების პრეზიდენტის თქმით, მთელი მსოფლიო უნდა გაუფრთხილდეს სპილოებს, რადგან, ახალი კვლევების თანახმად, ტურისტებისა და დიდი ოდენობით ტვირთის გადასატანად მათი გამოყენება დაუშვებელია. „ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვუაროთ …

ნახვა »

ჯეიმს უებმა მომაკვდავი ვარსკვლავის ფოტო გადაიღო

კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს უები“ მომაკვდავი ვარსკვლავის WR 124 ფოტო გადაიღო, რომელიც სუპერნოვად გადაქცევის ზღვარზეა. WR 124 ვოლფ-რაიეს სტადიაშია და დედამიწიდან 15 ათასი მზის წელიწადის მანძილზე, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ის მზეზე 33-ჯერ მასიურია. ვოლფ-რაიეს ფაზა მასიური ვარსკვლავების ევოლუციის ერთ-ერთი ფინალური ეტაპია. ასეთი ვარსკვლავები ირმის ნახტომში ბევრი არ არის, რადგან ვოლფ-რაიედ მხოლოდ გარკვეული …

ნახვა »

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაძლოა TikTok-ი აიკრძალოს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ითხოვს, რომ TikTok-ი სხვა მესაკუთრეზე გაიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მობილური აპლიკაციის მოხმარება ქვეყანაში აიკრძალება. ამჟამად TikTok -ი ჩინური კომპანიის, ბაიტ-დენსის მფლობელობაშია. ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ აპლიკაციის გამოყენებით ჩინეთს მილიონობით ამერიკელის პირად მონაცემებზე მიუწვდება ხელი, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს. BBC-ის ინფორმაციით, TikTok-ის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ სხვა მფლობელზე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია