პოლიტიკა

მსოფლიო

კანზას სითიში რუსეთის დახმარებისთვის აშშ-ის 2 მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ აქსელროდის განაცხადებით, კანზას სიტიში აშშ-ის ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის ფედერაციის დახმარებისთვის. ისინი აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევით რუსეთში საავიაციო ტექნოლოგიების გაგზავნაში არიან ბრალდებულები.  Reuters-ი წერს, რომ ამ საქმეზე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი FBI-სა და იუსტიციის სამინისტროს პროკურორებთან თანამშრომლობს. “კირილ ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალად ედებათ აშშ-ის ექსპორტის კანონების …

ნახვა »

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს

აშშ დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ გააკეთა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემები, რომელთა სროლაც „ჰაიმარსებით“ არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და დაჯავშნული ტექნიკა გასაშლელი …

ნახვა »

ამერიკელმა ქალმა საკუთარ დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე, ლატარიაში $1 მილიონი მოიგო

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მცხოვრებმა ლესლი ჰასტედმა საკუთარ დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ UPI წერს. ქალი ტელევიზორს უყურებდა, საიდანაც გაიგო, რომ მის ქალაქში შეძენილმა ბილეთმა ჯეკპოტი მოიგო. „როდესაც მოვისმინე, რომ გამარჯვებული ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა, ცახცახი დავიწყე“, – იხსენებს ჰასტედი. როგორც აღმოჩნდა, ქალმა 1 მილიონი დოლარი …

ნახვა »

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო. მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური …

ნახვა »

პეტერბურგის აეროპორტის საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო ჩაიკეტა

პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოს“ საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო ჩაიკეტა. აეროპორტმა ავიარეისების მიღება შეწყვიტა. აეროპორტის ტერიტორიაზე გეგმა „ხალიჩა“ ამოქმედდა, რაც ნიშნავს სამხედრო და სამაშველო თვითმფრინავების გარდა ყველა თვითმფრინავის აეროპორტის საჰაერო სივრციდან დაუყოვნებლივ დაშვების ან გაყვანის მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ გეგმა „ხალიჩა“ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შემოღებული. პეტერბურგის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდა, …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა ხმელნიცკი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გამალის განცხადებით, გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა ხმელნიცკი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. “ღამით რაშისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ხმელნიკცის რეგიონს. ქალაქ ხმელნიცკიზე 3 დარტყმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 მაშველი, დაშავებულია 4 ადამიანი”, – თქვა ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ხმელნიცკის მერის, ალექსანდრ სიმჩიშინის თქმით, დაბომბვას …

ნახვა »

რამდენი მილიარდის ზარალი მიიღო თურქეთმა მიწისძვრის შედეგად?

თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის ზუსტი შედეგები და ზარალის მოცულობა ცნობილი ჯერაც არ არის, თუმცა თურქეთის სამეწარმეო და ბიზნეს კონფედერაციის წინასწარი შეფასებით, სტიქიური უბედურებისგან მიღებული ზარალის მოცულობა 85 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ია.$70 მილიარდის ზარალი შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მოდის; $10 მილიარდი კი – ეროვნული საბიუჯეტო შემოსავლების …

ნახვა »

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო თამაშების დროს, კლუბების მხარდამჭერებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო თამაშების დროს, მთავარი კლუბების მხარდამჭერებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. თურქეთის მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია საფეხბურთო მატჩზე მისულმა „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა გამოხატეს. „მთავრობა, გადადექი“ – სკადირებდნენ გულშემატკივრები. „ბეშიქთაშსა“ და „ანთალიასპორის“ მატჩის დაწყებამდე კლუბმა პატივი მიაგო მიწისძვრისგან დაზარალებულებს და სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების სოლიდარობის ნიშნად, მხარდამჭერებმა მოედანზე ათასობით სათამაშო და …

ნახვა »

„კოვიდ-19“-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა – „უოლ სთრით ჯორნალი“

SARS-CoV-2-ის კოროვირუსული ინფექციის გავრცელება, რომელიც იწვევს „კოვიდ-19“-ის დაავადებას, სავარაუდოდ, უჰანის ჩინური სამეცნიერო ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგი იყო. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, აშშ-ის სააგენტოს შესწორებული შეფასება ახალ სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება. ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაზვერვის საიდუმლო ანგარიში თეთრ სახლსა და კონგრესს გადასცა, …

ნახვა »

CIA-ს დირექტორი – დარწმუნებულები ვართ, ჩინეთის ხელმძღვანელობა რუსეთისთვის ლეტალური აღჭურვილობის მიწოდებას განიხილავს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, შეერთებული შტატები „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას განიხილავს, მაგრამ CIA-ის ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. „დარწმუნებულები ვართ, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა ლეტალური აღჭურვილობის მიწოდებას განიხილავს“, – განუცხადა CIA-ს დირექტორმა CBS News-ს. გარდა ამისა, ბერნსის თქმით, ამერიკული მხარე ვერ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია