პოლიტიკა

მსოფლიო

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო …

ნახვა »

23 ათასზე მეტი დაღუპული, 80 ათასამდე დაშავებული – ბოლო მონაცემები თურქეთიდან და სირიიდან

დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი ისევ გაიზარდა. თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო დღეების განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანები. თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, რასაც 23,831 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო ოპერაცია უკვე 6 დღეა გრძელდება. ნანგრევებიდან ამოიყვანეს არაერთი გადარჩენილი. თუმცა ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა …

ნახვა »

პოდოლიაკი – რუსეთთან მოლაპარაკებები გამორიცხულია – მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი კრიმინალურად გაბატონდება მსოფლიოში

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, იმ ფონზე, როცა რუსეთი უარს აცხადებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს, მასთან მოლაპარაკებები გამორიცხულია. „პერიოდული “მშვიდობისა და მოლაპარაკებების“ რიტორიკაში კრემლი აცხადებს, რომ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს და არ იქნება პასუხისმგებელი დანაშაულებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოლაპარაკებები გამორიცხულია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“. მისი თქმით, …

ნახვა »

ინდონეზიაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში კუნძულ ტულაუდზე 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. სპეციალისტებმა მიწისძვრის შედეგად ცუნამის გამოწვევის საშიშროება გამორიცხეს. სტიქიური უბედურებით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნახვა »

ვალერი ზალუჟნი – რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. „დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის …

ნახვა »

ზელენსკი – უკრაინამ და ევროკავშირმა თავიანთი ძალა აშკარა გახადეს, უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი, ევროკავშირის, რომელიც იმარჯვებს

რუსეთი აწარმოებს ტოტალურ ომს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ დიქტატორული რეჟიმების დახმარებით, როგორიცაა ირანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელებს ესხმის თავს, არამედ ევროპული ცხოვრების წესსაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, კვლავ შეინარჩუნოს უკრაინის დახმარების კურსი. …

ნახვა »

ჩინეთმა აშშ-ს მსოფლიოში უდიდესი ჯაშუში და მოთვალთვალე ქვეყანა უწოდა

ჩინეთმა აშშ-ს მსოფლიოში უდიდესი ჯაშუში და მოთვალთვალე ქვეყანა უწოდა. „ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ეს საჰაერო ბურთი ე.წ. საჰაერო ფლოტის ნაწილია, რაც მე არ მესმის. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს საინფორმაციო და საზოგადოებრივი აზრის ომის ნაწილი, რომელსაც აშშ აწარმოებს ჩინეთის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს, თუ ვინ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი …

ნახვა »

რუსეთმა ლუჰანსკის ოლქში მორიგი მასშტაბური შეტევა დაიწყო

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში იუწყება, რომ რუსეთმა უკრაინის ლუჰანსკის ოლქში მორიგი მასშტაბური შეტევა დაიწყო. ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები უტევენ ლუჰანსკისა და ხარკივის ოლქების საზღვართან მდებარე სვატოვო-კრემენნაიას მონაკვეთს, სადაც, მათივე ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოკუპანტების აქტივობა გაზრდილია. ISW-ში აცხადებენ, რომ რუსეთის ჯარები აღწევენ გარკვეულ წარმატებას სვატოვოს …

ნახვა »

ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროთი დაეხმარება 

ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებას დახმარების თხოვნით სირიამ ოფიციალურად მიმართა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმე ტექნიკის მწირი რაოდენობის გამო კი სამაშველო ოპერაციების დროული ჩატარება ვერ ხერხდება.

ნახვა »

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა. 6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია