პოლიტიკა

მსოფლიო

გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს

გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილი თანამშრომელი დევიდ სმიტი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და 13 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. Sky News-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონის ცენტრალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სმიტს შეუძლია სასჯელი გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში მოიხადოს. დევიდ სმიტის განცხადებით, ის თავს მარტოსულად გრძნობდა, …

ნახვა »

ოჯახის განცხადებით, ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს

ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ჰოლივუდის მსახიობის ოჯახის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული. „შვებაა ის, რომ საბოლოოდ ვიცით ზუსტი დიაგნოზი”, – აცხადებენ მსახიობის ოჯახის წევრები. გასულ წელს 67 წლის უილისს აფაზია დაუდგინდა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს. უილისის კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. მან არაერთ პოპულარულ ფილმში ითამაშა, …

ნახვა »

დმიტრო კულება – უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას ვალდებულება არ აუღია

უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც თავის თავზე აიღო უკრაინელი მფრინავების მომზადების ორგანიზება. კულებას განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას დაეხმარება, რადგან ავიაციით მებრძოლები საკუთარ საჰაერო თავდაცვას ინარჩუნებენ, ავიაცია ასევე …

ნახვა »

რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაცია, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არის აკრედიტებული, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ავღანეთში ჰუმანიტარული ვითარება, ასევე აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების აქტუალური ასპექტები. ავღანეთის დელეგაციას დე ფაქტო მინისტრი ინალ არძინბა შეხვდა. აფხაზეთის დე ფაქტო …

ნახვა »

იენს სტოლტენბერგი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა – თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებით თავშესაფრებს აწყობს. „თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, …

ნახვა »

თურქულმა ტელეარხებმა სტიქიით დაზარალებულების ფინანსური დახმარებისთვის ერთობლივი ტელემარათონი გამართეს

სტიქიით დაზარალებული თურქეთის ფინანსური დახმარებისთვის რვა თურქულმა ტელეარხმა ერთობლივი ტელემარათონი გამართა, რომლის განმავლობაშიც 6.1 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხის შეგროვება შეძლეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თითოეული ცენტი დაზარალებულთა კეთილდღეობას მოხმარდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 35 418 ადამიანი, სირიაში კი …

ნახვა »

მევლუთ ჩავუშოღლუ – სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც მადლიერი ვართ

სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც ერევნის მადლიერი ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაც ისაუბრა. …

ნახვა »

ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში აბდულა ოჯალანის მხარდამჭერები შეიჭრნენ, უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა

დაკავებული ქურთი პოლიტიკოსის, აბდულა ოჯალანის მომხრეები ევროპარლამენტში, პლენალურ სხდომაზე შეიჭრნენ და ოჯალანის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა, სესია კი, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებელია, რომელიც 20 წლის წინ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

ნახვა »

მედიის ცნობით, რუსმა გენერალმა თავი მოიკლა

რუსმა გენერალმა, რომელიც ოპოზიციონერებზე ნადირობდა,  თავი მოიკლა – ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსი გენერალ-მაიორისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს “ექსტრემიზმის” წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ მაკაროვის ცხედარი 13 თებერვალს დილით მის აგარაკზე სოფელ გოლიკოვოში იპოვეს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ნახვა »

ერდოღანი – კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 8 000 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მადლობას უხდის ყველა ქვეყანას, რომელიც თურქეთს მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში ეხმარება. „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია