რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ბირთვული დაპირისპირების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია. აღნიშნულის შესახებ რიაბკოვმა განაცხადა დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას, რომლის სახელწოდებაა „მსოფლიო სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების გარეშე: რა არის შემდეგ?“ „როიტერის“ ცნობით, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამო მოსკოვი ვაშინგტონთან, ფაქტობრივად, ღია კონფლიქტის პირობებში იმყოფება და რუსეთის მიმართ …
ნახვა »მსოფლიო ბანკი – უკრაინის აღდგენას მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება
მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინას აღდგენისთვის მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ბანკის, უკრაინის მთავრობის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 2.6-ჯერ აღემატება უკრაინის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. შეფასების თანახმად, რუსეთის …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. შესაბამის ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს. „დონეცკის ოლქი. უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები ბახმუტის მიმართულებაზე. პატივი მაქვს დღეს, ვიმყოფებოდე აქ და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბახმუტი უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შეტაკებების მიმართულებაა. დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთის ძალები თვეებია, რაც ცდილობენ.
ნახვა »ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა
ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა შენობები. სტიქიამ გამოიწვია მეწყერიც. შედეგად, პაკისტანში რამდენიმე ავოტომაგისტრალზე მანქანების მოძრაობა შეუძლებელი გახდა. მოქალაქეების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. მიწისძვრა იგრძნობოდა ინდოეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, …
ნახვა »უკრაინის დაზვერვა: რაშისტები ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთი ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებს. “ეს პროცესი გრძელდება. ფარული მობილიზაციის ფარგლებში, რაშისტები ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებენ. დამატებით. ასევე მზადდება ახალი სამობილიზაციო ღონისძიებები. რუსეთში ფარული მობილიზაცია და შემდგომი სამობილიზაციო ღონისძიებებისთვის მზადება მიუთითებს იმაზე, რომ განხორციელებული მობილიზაციაც კი არ …
ნახვა »ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში რამენიმე წუთის წინ დაეშვა. ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს კრემლში, მოსკოვის დროით 15:00 საათზე შეხვდება. თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევის შემდეგ, ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ვიზიტია.
ნახვა »რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. “18 მარტს, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში 3 ადამიანი მოკლეს: 2 კრამატორსკში და 1 კონსტანტინოვკაში. გარდა ამისა, 18 ადამიანი დაშავდა”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. უკრაინის ცნობით, 18 მარტს, რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს, რის …
ნახვა »ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცის დაკავება საკასო აპარატებიდან თანხის ქურდობის ბრალდებით მოხდა. მას 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის ის 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პოლონეთის პოლიციაში ამბობენ, რომ დაკავებული თანხებს იპარავდა როგორც სასურსათო მაღაზიების სალაროებიდან, ისე ბენზინგასამართ სადგურებზე. მის კვალს დანაშაულის ჩადენის ადგილებზე …
ნახვა »საფრანგეთში ათასობით ადამიანმა საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცება გააპროტესტა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
პარიზის ქუჩებში საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გასაპროტესტებლად ისევ ათასობით ადამიანი გავიდა. აქცია ამჯერად სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს და მანქანები გადაწვეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქციის ათობით მონაწილე დააკავეს. საპროტესტო აქციები პარიზსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ …
ნახვა »თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას დაიწყებს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას დაიწყებს, მაგრამ შვედეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. „გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის რატიფიცირება“, – განაცხადა ერდოღანმა ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ. ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თურქული პარლამენტი ფინეთის განაცხადს მხარს დაუჭერს 14 მაისის არჩევნებამდე. ნატოში ფინეთისა და …
ნახვა »