პოლიტიკა

მსოფლიო

ავსტრალიელმა მამამ შვილების გადარჩენისას ორივე ფეხი დაკარგა

ავსტრალიელმა მამამ შვილების გადარჩენისას ორივე ფეხი დაკარგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, დეივ მილნი ოჯახთან ერთად სათხილამურო კურორტზე ისვენებდა, როდესაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.  ოჯახი სათხილამურო გაკვეთილებზე მიდიოდა, როდესაც მათ თოვლის საწმენდი მანქანა დაეჯახა. მამა შვილებს გადაეფარა და ასე გადაარჩინა, თუმცა თავად საწმენდი მანქანის ქვეშ აღმოჩნდა.  მაშველებმა პატარა გოგონა მალევე გადაიყვანეს …

ნახვა »

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  17 იანვარს, მალაიზიაში, ქალაქ პორტ-კლანგში პორტის თანამშრომლებმა ბანგლადეშიდან შემოსული გემიდან ტვირთის ჩამოღებისას ერთ-ერთ კონტეინერში გამოფიტული ბავშვი აღმოაჩინეს. მათ იფიქრეს, რომ ბიჭი მოტაცებულია და პოლიცია გამოიძახეს.  ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ბიჭი ბანგლადეშში, ქალაქ ჩიტაონგში ცხოვრობს. მეგობრებთან დახუჭობანას თამაშის დროს …

ნახვა »

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურამ აქ მინუს 34 გრადუსი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც, „თალიბანის“ მმართველობის პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება გათბობაზე, ქვანახშირზე, ღუმელსა და თბილ ტანსაცმელზე.

ნახვა »

პუტინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში “რუსეთს იცავენ”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინაში “რუსეთს იცავენ”. “მიზანი [ომის] როგორც არაერთხელ მითქვამს, არის, უპირველეს ყოვლისა, ხალხის და თავად რუსეთის დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომელთა შექმნასაც ისინი [უკრაინელები] ჩვენს მიმდებარე ისტორიულ ტერიტორიებზე ცდილობენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. დღეს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა …

ნახვა »

კასიანოვი აცხადებს, რომ რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. კასიანოვის თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ახლა ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. …

ნახვა »

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების მიზნით შეძლებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა. „არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის …

ნახვა »

ათენის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს

საბერძნეთის პოლიცია ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულ Ryanair-ის თვითმფრინავში ჩხრეკას აწარმოებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, Boeing 737-ის პილოტმა შესაბამის ორგანოებს შეატყობინა, რომ შესაძლოა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. ამ დროს თვითმფრინავში 190 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან აფრენილი ხომალდი საბერძნეთში 2 გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები. სამართალდამცველები ჩხრეკდნენ მგზავრებს და …

ნახვა »

ჯონსონი: ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. “ეს არის მომენტი, რომ გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მივცეთ უკრაინელებს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. და გამარჯვება რაც შეიძლება მალე… რაც უფრო მალე დამარცხდება პუტინი, მით უკეთესი იქნება …

ნახვა »

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

 რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს. უკრაინიული მედიის ცნობით, ვასილი ლოზინსკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ის 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმე ეხება გენერატორების შეძენას. ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის. გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების …

ნახვა »

უხუცესი ძაღლი მსოფლიოში

ბოლო 13 წელია სპაიკი აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ ფერმაში რიტა კიმბელთან ერთად ცხოვრობს. ქალმა ძაღლი ქუჩაში, სასურსათო მაღაზიასთან იპოვა და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა. „ზურგი გაპარსული ჰქონდა, კისერზე კი თოკისგან ან ჯაჭვისგან სისხლის ლაქები ემჩნეოდა. მაღაზიის გამყიდველმა მითხრა, რომ ძაღლი აქ უკვე 3 დღეა დადის და მას ნარჩენებით კვებავდნენ“, – …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია