პოლიტიკა

მსოფლიო

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა. ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის ვიტალი კიმის ცნობით, რუსეთმა მორიგი მასშტაბური შეტევა წამოიწყო და უახლოეს ხანში უკრაინის საჰაერო სივრცეში სულ მცირე 60 რაკეტა შევა. საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან ჩაირთო. განგაშის სიგნალი ისმოდა კიევში, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში. ტელეგრამ …

ნახვა »

BBC – აშშ-ში ქარიშხალს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. BBC-ის ცნობით, უამინდობას აშშ-ში სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიური უბედურების გამო ქვეყანაში 3 300-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 150-ზე მეტი კი გაუქმდა. BBC-ის ცნობით, აშშ-ის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში ასევე მოსალოდნელია ტორნადოების წარმოქმნა, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ნახვა »

რუსეთის 58-ე არმიის სარდლობა განადგურებულია

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის 58-ე არმიის სარდლობა განადგურებულია. „ქალაქ მელიტოპოლში 58-ე არმიის სარდლობის გარდა, ენერგოდარის, ტოკმაკისა და გულაიპოლეს რაიონში განადგურებულია 3 საარტილერიო დანაგდარი და 10 ერთეულამდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. დაჭრილია მოწინააღმდეგის 150-მდე ჯარისკაცი”, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული დანაყოფი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში.

ნახვა »

უელსის პრინცმა და პრინცესამ საშობაო ფოტო გამოაქვეყნეს

დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეებმა უელსის პრინცმა და პრინცესამ ტრადიციული საშობაო პორტრეტი გამოაქვეყნეს. ამის შესახებ BBC წერს. ფოტოზე უილიამი და ქეითი ისინი შვილებთან, ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან ერთად არიან აღბეჭდილები. სურათი ფოტოგრაფმა მეტ პორტუამ გადაიღო.

ნახვა »

პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხით უკრაინელებს შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ

პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ. განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს გააკეთა. „სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ოდნავ შევამციროთ საშობაო დანახარჯები. მოდით, უფრო თავმდაბლად აღვნიშნოთ …

ნახვა »

გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება

გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა ასევე აპირებს, უკრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს. „რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – …

ნახვა »

ევროკავშირის ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. გადაწყვეტილების ფორმალიზება ხუთშაბათს ბრიუსელში ევროპული საბჭოს ლიდერების სამიტზეა მოსალოდნელი. “განსაკუთრებით მოხარული ვარ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით და ასეთ რთულ პერიოდში უკრაინის რეფორმების ძალისხმევის აღიარებით. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის …

ნახვა »

ევროკომისია, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, უკრაინისთვის 30 მილიონამდე LED ნათურას დააფინანსებს

ევროკომისია, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, უკრაინისთვის 30 მილიონამდე LED ნათურას დააფინანსებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს. „ჩვენ დავაფინანსებთ 30 მილიონამდე LED ნათურას უკრაინისთვის, ძვირფასი ენერგიის დაზოგვისთვის. როდესაც 50 მილიონი ასეთი ნათურა განლაგდება ჩვენს პარტნიორებთან, ეს დაზოგავს 1 გიგავატს – ატომური სადგურის წლიურ გამომუშავებას! სიბნელის დროს ჩვენ …

ნახვა »

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.  როგორც ცნობილია, ფორუმში 45 ქვეყანა და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს. კონფერენციის მიზანია, რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების ფონზე, კიევმა საჭირო დახმარება მიიღოს. ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კიევს და დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. თავის სიტყვაში, მაკრონმა …

ნახვა »

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. BBC-ი ირანულ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაჯედ რეზა რაჰნავარდი, რომელიც უსაფრთხოების ძალების მკვლელობის და დაჭრისთვის იყო მსჯავრდებული, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩეს. დაახლოებით სამთვიან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით პირველი მსჯავრდებული ირანში რამდენიმე დღის წინ დასაჯეს სიკვდილით. ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია