პოლიტიკა

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სიტყვით გამოსვლისას მიანიშნა, რომ ის მომავალ წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შაბათს ქალაქ სამსუნში სიტყვით გამოსვლისას მიანიშნა, რომ ის მომავალ წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს. როგორც მან აღნიშნა, დროა ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს. “იმედია, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც მივიღებთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ბოლოჯერ ჩვენი სახელით… ჩვენ გადავცემთ ამ წმინდა დროშას ჩვენს ახალგაზრდებს“, …

ნახვა »

პარიზში მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების გულშემატკივართა შორის შეტაკებების შედეგად 74 ადამიანია დაკავებული

პარიზში მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების გულშემატკივართა შორის შეტაკებების შედეგად 74 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. როგორც ცნობილია, გულშემატკივრები ელისეს მინდვრებზე თავიანთი ნაკრებების ნახევარფინალში გასვლას აღნიშნავდნენ და არეულობებს აწყობდნენ. ბოროტმოქმედებმა ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და უპირისპირდებოდნენ პოლიციას, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლმდენი აირი გამოიყენეს. ცნობისთვის,  საფრანგეთი და მაროკო ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის …

ნახვა »

ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, 2023 წლისთვის, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, 2023 წლისთვის, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა. მათივე ცნობით, წინადადება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 10 დეკემბერს წერილობითი პროცედურით დაამტკიცეს და ევროპარლამენტს მისაღებად შემდეგ კვირას გადაეცემა. დახმარების პაკეტი 2023 წელს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სტრუქტურულ გადაწყვეტილებას ითვალისწინებს. თანხა, …

ნახვა »

ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით ბრიუსელის პოლიციამ დააკავა

ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. მედიის ინფორმაციით, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს. ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, სპარსეთის ქვეყანა „ევროპარლამენტის ეკონომიკურ და …

ნახვა »

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის მიღმა დარჩნენ

ავსტრიამ და ჰოლანდიამ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების მოთხოვნა დაბლოკეს. შედეგად, ეს ორი ქვეყანა კვლავ უპასპორტო ზონის მიღმა დარჩნენ. ხორვატიამ კი ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო, შესაბამისად, შენგენის ზონას ის 2023 წლის იანვრიდან შეუერთდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. კენჭისყრა ბრიუსელში ხუთშაბათს ნაშუადღევს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს გაიმართა.

ნახვა »

პუტინი – დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს

დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება, უკრაინელი ხალხი კი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში ვხედავთ. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ეუფლებოდა და ექსპლუატაციას უწევდა მის რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში, ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, კოლონიად აქცია და …

ნახვა »

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. „როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი …

ნახვა »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდულ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. როგორც ცნობილია, მომავალი ფისკალური წლისთვის სამხედრო ბიუჯეტი 80 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 858 მილიარდ დოლარს შეადგენს. დოკუმენტი უკრაინისთვის სულ მცირე 800 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც დამატებით სამხედრო დახმარებას მოემსახურება. ეს 500 მილიონით მეტია, ვიდრე თეთრი სახლი მოითხოვდა. დოკუმენტის თანახმად, დაახლოებით 10 …

ნახვა »

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრი იწვის

მოსკოვში მასშტაბური ხანძარია. „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, ცეცხლი რუსეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო კომპლექსს, „მეგა ხიმკის“ გაუჩნდა, რომელიც ლენინგრადის ავტომაგისტრალზე მდებარეობს. მედიის ცნობით, ცეცხლის ალში გახვეულია მთლიანად სავაჭრო ცენტრი. საუბარია დაახლოებით 18 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის სახურავს, შემდეგ გაისმა აფეთქებების ხმა, რასაც კონსტრუქციის …

ნახვა »

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი, დინა ბოლუარტე ჰყავს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ექსპრეზიდენტი პედრო კასტილიო იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა. 60 წლის დინა ბოლუარტემ, რომელსაც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო. მანამდე, კასტილიომ განაცხადა, რომ კონგრესის “განსაკუთრებული საგანგებო მთავრობით” ჩანაცვლებას გეგმავდა, მაგრამ კანონმდებლებმა მას საგანგებო სხდომაზე 101 ხმით 6-ის წინააღმდეგ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია