პოლიტიკა

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს. „მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”. ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და აცხადებს, …

ნახვა »

აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის 44.9 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება 44.9 მილიარდი აშშ დოლარი, ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი – 40.6 მილიარდი აშშ დოლარი. დაფინანსების მიზანია დაეხმარონ აღნიშნულ ქვეყნებს ბუნებრივი …

ნახვა »

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტის ქალაქში ვიზიტი არ დაანონსებულა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინდელ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე. მისი თქმით, ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, აღკვეთონ უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები და გამოავლინონ მოღალატეები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, ხისტად აღკვეთონ უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები და გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომელთა დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვლადიმირ პუტინმა დაასახელა სპეცსამსახურების სამუშაოების მთავარი მიმართულებები. მისი თქმით, ესენია: ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა და რუსეთის საზღვრების დაცვა. „საზღვრის …

ნახვა »

რადიკალმა ისლამისტებმა პაკისტანში კონტრტერორისტული ცენტრი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს

რადიკალმა ისლამისტებმა პაკისტანში კონტრტერორისტული ცენტრი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს. როგორც „როიტერი“ ქალაქ ბანუს პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, უცნობია, ტერორისტები თავს დაესხნენ ცენტრს გარედან, თუ მათ წაართვეს საბრძოლო მასალა პერსონალს ცენტრის შიგნით, მათი დაკავების შემდეგ დაკითხვის დროს. კონტრტერორისტულ ცენტრს პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს. შენობაში დაახლოებით 15 ისლამისტი იმყოფება. ცნობილია, რომ რადიკალ …

ნახვა »

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი რუსეთთან ურთიერთობისთვის ნებართვას არავისგან ითხოვს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი არ ითხოვს ნებართვას არავისგან რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად. ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა „ნამდვილ საფრთხეს უქმნის“ აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს …

ნახვა »

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Zeit ავრცელებს. გამოცემის თანახმად, გერმანიის ქალაქ ვილჰელმსჰაფენში თხევადი გაზის იმპორტისთვის განკუთვნილი პირველი ტერმინალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას კანცლერი ოლაფ შოლცი, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი და ქვემო საქსონიის მინისტრ-პრეზიდენტი სტეფან ვაილი ესწრებოდნენ. როგორც შოლცმა აღნიშნა, ტერმინალის …

ნახვა »

კიევში, სარაკეტო თავდასხმის გამო, მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია

უკრაინის დედაქალაქ კიევში მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მეტროს მიწისქვეშა სადგურები სარაკეტო თავდასხმის გამო თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

ნახვა »

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელარუსს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორშაბათს ბელარუსს ეწვევა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები ბელორუსის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკში შეხვდება. ვიზიტის შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ნახვა »

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა. ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის ვიტალი კიმის ცნობით, რუსეთმა მორიგი მასშტაბური შეტევა წამოიწყო და უახლოეს ხანში უკრაინის საჰაერო სივრცეში სულ მცირე 60 რაკეტა შევა. საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან ჩაირთო. განგაშის სიგნალი ისმოდა კიევში, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში. ტელეგრამ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია