პოლიტიკა

მსოფლიო

იტალიის ხელისუფლება მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ. „გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, …

ნახვა »

თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა

თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „თურქეთის ავიახაზებში“ განცხადეს, რომ ფრენების გაუქმება მეტეოროლოგიური სამსახურის რეკომენდაციით მიიღეს. საერთო ჯამში, სტამბოლის ორ აეროპორტში გაუქმდა 170 ფრენა. ამასთან ერთად, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ორშაბათს დაიხურება სკოლებიც.

ნახვა »

სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიას 237 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებულ პროვინციებს შორისაა ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი. საავადმყოფოში გადაიყვანეს 600-ზე მეტი დაშავებული ადამიანი. ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში დღეს გამთენიისას მოხდა. სტიქიის სიმძლავრე აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 …

ნახვა »

ომის დაწყებიდან უკრაინამ 1762 ტყვე დაიბრუნა – ზელენსკი

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ 1762 ტყვე დაიბრუნა. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, დღეს 116 უკრაინელი სამხედროს დაბრუნება შეძლეს: 114 – რიგითი და სერჟანტია, ხოლო 2 ოფიცერი. ისინი უკრაინის ჯარის, ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან. უკრაინის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ტყვეების მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და …

ნახვა »

აშშ უკრაინას შორი მანძილის რაკეტებს გადასცემს – დახმარების პაკეტი $2,17 მილიარდს მოიცავს

აშშ-მა უკრაინას $2,17 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო. კიევი პირველად მიიღებს მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტებს, ფრენის 150-კილომეტრიანი რადიუსით. გარდა ამისა, პაკეტში შედის Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, Puma უპილოტო საფრენები, Javelin და ჭურვები HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის. “შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს მსოფლიოს შეკრებას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვნახეთ წარმოუდგენელი სოლიდარობა ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან. მივესალმებით …

ნახვა »

იტალიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ტუნისიდან იტალიაში გადასვლას გასაბერი ნავით ცდილობდნენ. მაშველებმა ნავში ცხრა გარდაცვლილიც იპოვეს, რომელთა შორის ახალშობილი და ორსული ქალი იყო. მათივე ცნობით, მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა და ნავზე სასმელი წყლის არარსებობა გახდა. იტალიელი პოლიციელების ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმა ტუნისის ქალაქ …

ნახვა »

ზატულუნი – საქართველოს ოცნებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”

საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”. ამის შესახებ URA.RU-ს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განუცხადა. „იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. …

ნახვა »

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა, სადაც დღეს ევროკავშირი-უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, სადაც დღეს ევროკავშირი-უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია შარლ მიშელის „ტვიტერის“ გვერდზე. „დავბრუნდი კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ყოველ თქვენს ნაბიჯზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, …

ნახვა »

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 80-ზე მეტი დეპუტატი მოითხოვს, რომ 23-24 თებერვალს დაგეგმილ სესიაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნას დაშვებული

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 80-ზე მეტი დეპუტატი მოითხოვს, რომ 23-24 თებერვალს დაგეგმილ სესიაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნას დაშვებული. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის სეიმი (პარლამენტი) ავრცელებს. პოლონეთის სეიმის თანახმად, წერილის ინიციატორები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების ხელმძღვანელები ბარბარა ბარტუსი და ვილია ალეკნაიტე-აბრამიკენე, შესაბამისად. წერილს ასამბლეის 21 ქვეყნიდან 80-ზე მეტმა დელეგატმა მოაწერა …

ნახვა »

საფრანგეთში საპენსიო რეფორმა ასიათასობით ადამიანმა გააპროტესტა

საფრანგეთში ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას ასიათასობით ადამიანი აპროტესტებს. საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტი, სკოლები და ენერგეტიკის სექტორი დააზარალა. რკინიგზის ოპერატორების ინფორმაციით, ავტობუსები, მატარებლები და ტრამვაი ქალაქებში პარიზიდან ნიცამდე, ისევე როგორც რეგიონული და ჩქაროსნული მატარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნად შეფერხდა. მასწავლებელთა მთავარ პროფკავშირში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში ბაგა-ბაღებისა და დაწყებითი სკოლების მასწავლებლების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია