პოლიტიკა

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ

  აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს.  435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.    რაც შეეხება …

ნახვა »

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი დაუტოვა

  როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მსახიობმა უკრაინაში ოსკარის ფიგურა ჩაიტანა, როგორც უკრაინის გამარჯვებისა და რწმენის სიმბოლო, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.  “ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინას მესამედ სტუმრობს. ამჯერად ჩვენი …

ნახვა »

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი გააძლიერებს სამხედრო წვრთნებსა და მომზადებას  ნებისმიერი ტიპის ომისთვის

  დღეს, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ჩინეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ეწვია, სადაც მეტად საინტერესო განცხადებები გააჟღერა, კერძოდ, სი ძინპინის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ “ერის უსაფრთხოება, სულ უფრო არასტაბილური და გაურკვეველია” ჩინეთი გააძლიერებს სამხედრო წვრთნებსა და მომზადებას  ნებისმიერი ტიპის ომისთვის.   სი ძინპინმა შეიარაღებული ძალების სარდლობას დაავალა, რომ ჯარი …

ნახვა »

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს

 როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს.  „რა თქმა უნდა, გარკვეულ ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტის თქმა არ შემიძლია”, – აღნიშნა ნიკიფოროვმა.  ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, თუ …

ნახვა »

აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება

დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ. ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით, 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში …

ნახვა »

კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა

   უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის განცხადებით, კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა.   დიმიტრო ლუბინეცმა დაადასტურა, რომ კუნძულ ‘ზმეინიზე“ დაკავებული 30 სამხედრო უკვე უკრიანის ტერიტორიაზე იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად მუშაობას აგრძელებს.   შეგახსენებთ, უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ დროებით ოკუპირებული კუნძული …

ნახვა »

რუსები აქტიურად ამაგრებენ ხერსონში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვით ხაზებს

  ცნობილია, რომ რუსები ბოლო 1 კვირის განმავლობაში აქტიურად ამაგრებენ ხერსონში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვით ხაზებს, როგორც უშუალოდ მდინარის გასწვრივ, ისე შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ეწყობა მიწათხრილები, მრავალშრიანი სანგრების სისტემა და რკინა-ბეტონის წინაღობები, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ რუსები აპირებენ სრულად გადმოჯგუფდნენ მდინარის მარცხენა სანაპიროზე და დატოვონ ქ.ხერსონი.

ნახვა »

ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება

 როგორც მედია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვაჰან უნანიანის განაცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ვაშინგტონში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება „ამერიკული მხარის ინიციატივით 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს

 როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით 14 რუსი ჯარისკაცი, დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს.  ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში 147 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.  „დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგია : 14 რაშისტი, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატის მართვის პუნქტი, …

ნახვა »

ევროკომისია უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს

  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ევრომდეა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს 2023 წლისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.  ორივე ლიდერმა აღიარა სახელმწიფო არსებითი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია